თამარ კორძაია - "ქართული ქარტია” არის ქართველი ხალხის შეთანხმება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ  - მისი დამარცხება შესაძლებელია ერთობით და კოალიციურად

“ქართული ქარტია” არის ქართველი ხალხის შეთანხმება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ორბელიანების სასახლეში, „ქართულ ქარტიაზე” ხელის მოწერის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შესაძლებელია ერთობით და კოალიციურად.

“ქარტია ადასტურებს ერთ რამეს, რომ საქართველოს მოქალაქეები წარმოდგენილი ვართ პარლამენტის წევრების სახით, პოლიტიკური პარტიების სახით და რაც მთავარია, საქართველოს პრეზიდენტის სახით, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას ფასილიტაცია გაუწიოს და, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შესაძლებელია ერთობით და კოალიციურად, ვინც ქარტიას ხელს ვაწერთ, მზად ვართ შევათანხმოთ და ისე დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი”,- განაცხადა კორძაიამ.

კითხვაზე, იყო თუ არა პუნქტი, რომელსაც არ ეთანხმებოდა, კორძაიამ აღნიშნა, რომ არის საკითხები, რაზეც კითხვები არსებობს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის დამარცხება და შესაბამისი ნაბიჯების შესრულება, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები გაუხსნან.

“არის საკითხები, რაზეც შესაძლოა, კითხვები არსებობდეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ პროფესიონალები მოიძებნებიან, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებშიც და კვალიფიციური ადამიანები უნდა მოვიდნენ მართვის სადავეებში. მეორე, შეიძლება რაღაც პუნქტი ვიღაცას არ მოსწონდეს, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია: ბიძინა ივანიშვილის დამარცხება და იმ ნაბიჯების შესრულება, რომლებიც ჩვენ გვევალება იმისათვის, რომ მოლაპარაკებები გაგვეხსნას ევროკავშირთან”,- განაცხადა კორძაიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს