ხატია დეკანოიძე - „ქართული ქარტია“ არის პოლიტიკური კონსენსუსის დაზღვევა - იდეის შეთავაზება მოქალაქეებისთვის, რა უნდა მოხდეს არჩევნების შემდეგ

საქართველოს პარლამენტში "ევროოპტიმისტების” დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, “ქართულ ქარტიაზე” ხელის მოწერა არის პოლიტიკური კონსენსუსის დაზღვევა, რათა საქართველოში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდეს.

როგორც დეკანოიძემ ორბელიანების სასახლეში, „ქართულ ქარტიაზე” ხელის მოწერის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიები იბრძვიან არა ძალაუფლებისთვის, არამედ ევროპული იდეისთვის.

“პირველ რიგში, ეს არის პოლიტიკური კონსენსუსის დაზღვევა, რადგან საქართველოში ძალიან გვიჭირს პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა, მათ შორის, ახლაც კი გვიჭირს ოპოზიციაში, ამიტომ ვფიქრობ, ეს არის გადაზღვევა, მნიშვნელოვანი ალტერნატივა, იდეის შეთავაზება მოქალაქეებისთვის თუ რა უნდა მოხდეს არჩევნების შემდეგ, ასევე, ნებისმიერი ადამიანის შეშფოთებები დავაზღვიოთ. ამიტომ რეფორმის მნიშვნელობა არ უნდა გავიგოთ, როგორც ძალაუფლებისთვის ბრძოლა. მნიშვნელოვანია, რომ პარტიები ძალაუფლებისთვის კი არ იბრძვიან, არამედ ევროკავშირის იდეისთვის.

შესაძლებელია, კითხვები არსებობდეს ქარტიის ორივე ნაწილთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემთვის ორივე ნაწილი მისაღებია. ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდეს”, - განაცხადა დეკანოიძემ.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ეტაპობრივად მოხდეს „ქართულ ქარტიაში“ ცვლილებების განხორციელება, დეკანოიძე პასუხობს, რომ ის რეფორმების მიმართულებით არანაირ ცვლილებას არ ისურვებდა, განსაკუთრებით, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით.

“არაფერი დასამალი არ არის იმაში, რომ პრეზიდენტთან იყო კონსულტაციები. სალომე ზურაბიშვილი ძალიან ბევრს ფიქრობდა თუ როგორ შეიძლება იყოს რეფორმების გზა, ევროკავშირში მოლაპარაკებების გახსნაზე, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ პოლიტიკური კონსენსუსი დაზღვევა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რეფორმების მიმართულებით არანაირ ცვლილებას არ ვისურვებდი, განსაკუთრებით, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით”, - განაცხადა დეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო