შრომის ინსპექციის სამსახური - პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სამსახურის 2023 წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2023 წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა. ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს.

მთავარმა შრომის ინსპექტორმა ბექა ფერაძემ თავის გამოსვლაში იმ მნიშვნელოვან შედეგზე ისაუბრა, რომლებიც ინსპექტირებების გაზრდილი ოდენობის, დასაქმებულებსა და დამსაქმებელთან დაბალანსებული, პარტნიორული მიდგომისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიების შედეგად იქნა მიღწეული.

„კერძოდ, 2023 წელს შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ შრომის უსაფრთხოების ნორმებსა და შრომით უფლებებზე ზედამხედველობის მიმართულებით 2023 წელს 5544 ინსპექტირება ჩატარდა. 42%-ით შემცირდა სამუშაო ადგილზე მომხდარი ფატალური უბედური შემთხვევების მაჩვენებელი.

შრომის უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული ინსპექტირებები 82 000-მდე დასაქმებულ პირს შეეხო.

2022 წელთან შედარებით 1,5-ჯერ გაიზარდა პირველადი და განმეორებითი ინსპექტირებების რაოდენობა, ასევე 1,5-ჯერ გაიზარდა შემოწმებული სამუშაო ადგილების ოდენობა.

მნიშვნელოვანია, რომ 23%-ით გაიზარდა იმ ობიექტების რაოდენობა, რომლებმაც პირველივე გადამოწმებისას სრულად აღმოფხვრეს დარღვევები.

რაც შეეხება შრომით უფლებებზე ზედამხედველობას, ამ მიმართულებით ჩატარებული ინსპექტირებები 72 000-მდე დასაქმებულ პირს შეეხო. 67 დამსაქმებელს დაუდგინდა დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი.

იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ჩატარდა 300-ზე მეტი ინსპექტირება.

სამედიცინო სექტორში მინიმალურ საათობრივ ანაზღაურებაზე ზედამხედველობის მიზნით ჩატარებული ინსპექტირებები, სამედიცინო სექტორში დასაქმებულ 24 000-ზე მეტ პირს შეეხო.

ასევე 2023 წლის სექტემბრიდან, უწყების მანდატს დაემატა შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნორმების აღსრულებაზე კონტროლი.

2024 წელს, ნარჩუნდება სამუშაო ადგილზე ფატალურ უბედურ შემთხვევათა კლების ტენდენცია და კიდევ უფრო იზრდება ინსპექტირებათა რაოდენობა”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის