ჯონ კირბი - დარწმუნებულები ვართ, რომ ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლა ისრაელის წინადადებას ზუსტად ასახავს

დარწმუნებულები ვართ, რომ ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლა ისრაელის წინადადებას ზუსტად ასახავს , - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებული შეთანხმების ისრაელის მიერ წარდგენილ ვერსიასა და ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებულ წინადადებას შორის განსხვავებები არსებობს, ჯონ კირბიმ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ თეთრი სახლი განსხვავებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„რაც შეეხება განსხვავებებს, არ ვიცი, რა განსხვავებებს გულისხმობთ. დარწმუნებულები ვართ, რომ [ბაიდენის სიტყვით გამოსვლა] [ისრაელის] წინადადებას ზუსტად ასახავს - წინადადებას, რომელზეც ჩვენ ისრაელელებთან ერთად ვიმუშავეთ, ასე რომ, არ ვიცი რა განსხვავებებზეა საუბარი“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ