პრეზიდენტი - როცა ქარტიაზე კონსულტაციები დავიწყე, მმართველ პარტიას და ბიძინა ივანიშვილს მაინც მივმართე, ჩართულიყვნენ, რადგან პასუხი არ მიმიღია, მივმართე ახლად დანიშნულ თავმჯდომარეს, რომელიც დღეს შერბილებას თამაშობს, არც მისგან მიმიღია პასუხი

როდესაც ქარტიაზე კონსულტაციები დავიწყე, მმართველ პარტიას და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს მაინც მივმართე - შემდეგ მივმართე ახალად დანიშნულ თავმჯდომარეს, რომელიც დღეს შერბილებას თამაშობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც მან ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიღებაზე გამოსვლისას განაცხადა, მისთვის ნათელი იყო, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების მიუხედავად, მმართველი პარტია არ აპირებდა ევროკავშირის ცხრა ნაბიჯის თუნდაც ნაწილი შეესრულებინა და „ქართული ქარტიის“ მიზანია, 15 დეკემბერს დაწყებული ევროინტეგრაციის გზა არ შეჩერდეს.

„ქარტიის მიზანი იყო, დაგვენახა, რისი გაკეთება შეიძლებოდა იმისთვის, რომ 15 დეკემბერს დაწყებული ევროინტეგრაციის გზა არ შეჩერებულიყო და ჩვენთვის, როგორც უკრაინისთვის და მოლდოვისთვის, წლის ბოლოს მოლაპარაკებები გახსნილიყო. ჩემთვის ნათელი იყო, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების მიუხედავად მმართველი პარტია არ აპირებდა ამ ცხრა ნაბიჯის თუნდაც ნაწილი შეესრულებინა.

როდესაც 7 თებერვალს ქარტიაზე კონსულტაციები დავიწყე, მე მმართველ პარტიას და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს მაინც მივმართე, ჩართულიყვნენ თუ ამის სურვილი ექნებოდათ, რადგან მისგან პასუხი არ მიმიღია, შემდეგ მივმართე ახალ დანიშნულ თავმჯდომარეს, რომელიც დღეს შერბილებას თამაშობს, ვითომ „რუსული კანონის“ წინააღმდეგი იყო და დღეს უცხოელებთან ამ როლშია, თითქოს სხვებისგან ცოტა განსხვავებულია. არ ვიცი ეს სანქციების თემას უკავშირდება თუ არა, მაგრამ არც მისგან მიმიღია რაიმე პასუხი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის