პრეზიდენტი - ევროპელები და ამერიკელები ამბობენ: „ეს არ არის ჩვენთან დაახლოების გზა“ და  რუსები ამბობენ: „კარგად იქცევით ბიჭებო” - ნათელი არჩევანი დგას

ევროპელები და ამერიკელები ამბობენ, რომ ეს არ არის ჩვენთან დაახლოების გზა და პირიქით, ეწინააღმდეგება და რუსები ამბობენ, რომ კარგად იქცევით ბიჭებოო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერი ოპოზიციონერი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიღებაზე განაცხადა, ქვეყანა არჩევანის წინაშე დგას, ან აღვადგენთ ევროპულ გზას, ან წავალთ იმ მიმართულებით, რაც ოკუპანტ ქვეყანასთან გვაახლოებს.

"ამ რუსული კანონის მიღებამ სხვა მასშტაბში გადაგვიყვანა იმ დღიდან, როცა ყველა ჩვენმა პარტნიორმა - ევროპელები თუ ამერიკელები, მთელი დასავლეთი და უკლებლივ ყველა ორგანიზაცია - დაგმო ეს კანონი და თქვა, რომ ამას ადგილი არ აქვს ევროპაში და ამ კანონით ვერ მიგიღებთ ევროპაში. ამაზე ნათელი გზავნილი არა მგონია, რომ საქართველოს ოდესმე მიეღოს. მაგრამ ესეც ვერ გაიგო მმართველმა გუნდმა და ჩვენ და ეს პროცესი გადავიდა სხვა განზომილებაში. ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ - „ან-ან“-ის საკითხი დადგა ჩვენს წინაშე. ან აღვადგენთ იმ ევროპულ გზას, რომელზედაც ვიდექით ისე თუ ასე, ხან ჩქარა, ხან ნელა, მაგრამ ვიდექით, ან ვერ დავაბრუნებთ და მივდივართ სულ სხვა მიმართულებით, კოლაბორაციონიზმი დაარქვით, თუ რაც გინდათ ის დაარქვით, ეს არის სხვა მიმართულება, რომელიც გვაახლოებს იმ ოკუპანტ ქვეყანასთან, რომელიც სხვათა შორის, ძალიან აფასებს ყველა განცხადებას და ყველა ნაბიჯს მიღებულს მმართველი გუნდის მიერ. ევროპელები და ამერიკელები ამბობენ, რომ ეს არ არის ჩვენთან დაახლოების გზა და პირიქით, ეწინააღმდეგება და რუსები ამბობენ, რომ კარგად იქცევით ბიჭებოო. ასე რომ, მე მგონი, ნათელი არჩევანი დგას, ეს არის ევროპული გზის გადარჩენის არჩევანი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის