სალომე ზურაბიშვილი - არჩევნების მოგება ყოველთვის შეიძლება, თუ საზოგადოების სრული მობილიზაციაა - ინდიფერენტულობა არ შეიძლება, ეს დანაშაულია ქვეყნის მიმართ

ჩვენს ქვეყანაში არჩევნებს ძალიან ცუდ პირობებში იგებენ, ადვილი არჩევნები, პრაქტიკულად, არ გვქონია, მიუხედავად ამისა, არჩევნების მოგება ყოველთვის შეიძლება, თუ საზოგადოების სრული მობილიზაციაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც მან „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიღებაზე გამოსვლისას აღნიშნა, საარჩევნო პროცესში ყველა უნდა ჩაერთოს და „ინდიფერენტულობა დანაშაულია ქვეყნის მიმართ, რომელიც ამის ღირსი ნამდვილად არ არის“.

„არჩევნებისთვის ამომრჩევლების დიდი მობილიზაციაა საჭირო, ეს ყველამ კარგად იცის. ჩვენს ქვეყანაში არჩევნებს ძალიან ცუდ პირობებში იგებენ, ადვილი არჩევნები, პრაქტიკულად, არ გვქონია. გარდა სულ დასაწყისისა, მაშინ 1918 წელს უნდა დავუბრუნდეთ. მიუხედავად ამისა, არჩევნების მოგება ყოველთვის შეიძლება, თუ საზოგადოების სრული მობილიზაციაა. ეს ყველას პასუხისმგებლობაა და ვთქვი, რომ მეც მაქვს პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად მივმართო ყველას, რომ ჩაერთონ. ეს არის მათი მომავალი, მათი შვილების მომავალი და ინდიფერენტულობა არ შეიძლება. ეს არის დანაშაული ამ ქვეყნის მიმართ, რომელიც ამის ღირსი ნამდვილად არ არის. ეს მობილიზაცია, პირველ რიგში აქაურ საზოგადოებას ეხება, მაგრამ ეხება დიასპორასაც, რომელიც აქამდე ძალიან ინერტული იყო. რაც არ უნდა შორს იყო და რაც არ უნდა დიდხანს, მაინც გაინტერესებს შენი ქვეყნის ბედი და გაინტერესებს, რომ შენი ქვეყანა ოკუპანტს ხელში არ ჩაუვარდეს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს