პრეზიდენტი - 11 ივნისს ახალგაზრდებს შევხვდები და მათ კითხვებს ვუპასუხებ

ერთ კვირაში, 11 ივნისს, 20:00 საათზე ახალგაზრდებს შევხვდები და მათ კითხვებს ვუპასუხებ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიღებაზე გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახალგაზრდების პროტესტის ფონზე საქართველო საერთაშორისო საზოგადოებისთვის ფოკუსშია, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო რუკაზე ბევრი უფრო დიდი მასშტაბის კრიზისი არსებობს.

ასევე, პრეზიდენტის თქმით, ემიგრანტები და ახალგაზრდები ერთად, მილიონ-ნახევარი ადამიანია, რომლებიც აქამდე არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდა და ქარტიის მოვალეობაა, არაფერი გააკეთოს ისეთი, რაც ამ ხალხს იმედს დაუკარგავს.

„იმ 4-5 თვეში, რაც არჩევნებამდე გვაშორებს, ახალგაზრდებზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იქნება, რომ ყველაფერში ჩართულები იყვნენ. ერთ კვირაში, 11 ივნისს, რვა საათზე ახალგაზრდებს შევხვდები და მათ კითხვებს ვუპასუხებ. საჭიროა, რომ უფრო კარგად ავუხსნა ის, რაშიც არ იყვნენ აქამდე ჩართული. მათთან კონსულტაციები არ ყოფილა. ისინი სულ სხვა რამით იყვნენ დაკავებულები და მათი როლი იმაში, რომ პროტესტი საზღვარგარეთ გასულიყო, უმნიშვნელოვანესი და ბოლომდე დაუფასებელი იყო. ეს არის ის, რაც მიგვიყვანს არჩევნებამდე და რამაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან დიდი მხარდაჭერა გამოიწვია. ეს რომ არ ყოფილიყო, ნაკლები ინტერესი და ყურადღება იქნებოდა. ვიქნებოდით იზოლაციაში, რაც არ მოხდა და ერთგვარად ფოკუსში ვართ, დელეგაციები ჩამოდიან, იმის მიუხედავად, რომ დღეს მსოფლიო რუკაზე ბევრი სხვა და უფრო დიდი მასშტაბის კრიზისი არსებობს.

დიასპორა და ახალგაზრდები ერთად მილიონ-ნახევარი ხმაა. ახლა თქვენ და ყველამ დაითვალეთ. პირველ რიგში, დაითვალონ იმათ, ვინც ამბობენ, რომ ვერ გავიმარჯვებთ, გააყალბებენ და ამის დაცვას როგორ შევძლებთ. ეს არის მილიონ-ნახევარი, რომელიც აქამდე, პრაქტიკულად, არ იღებდა მონაწილეობას არჩევნებში. ჩვენი მოვალეობაა, არაფერი გავაკეთოთ ისეთი, რომ ამ ადამიანებს დავუკარგოთ ნდობა და იმედი, რომ ჩაიქნიონ ხელი. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და სხვა არაფერი, თორემ ისინი თვითონ მოიტანენ იმ გამარჯვებას, რასაც ევროპაში დაბრუნება ჰქვია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს