ანა წითლიძე - პრეზიდენტთან ვისაუბრეთ თუ როგორ უნდა მოხდეს რეფორმების განხორციელება, რომელიც მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაციისთვის, განსაკუთრებით, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას რუსული რეჟიმი მართავს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის განცხადებით, პრეზიდენტთან მიღებაზე განიხილეს “ქართული ქარტიის” მნიშვნელობა.

როგორც მიღების დასრულების შემდეგ წითლიძემ განმარტა, ეს არ არის ტექნიკური ერთობა და ვინ რა ფორმატით გაერთიანდება, ეს არის თითოეული პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილება.

“შეხვედრა ეხებოდა ქარტიას, რომელსაც დღეს ხელი მოვაწერეთ, ვისაუბრეთ ამ ქარტიის მნიშვნელობაზე, იმაზე, რატომ არის ის მნიშვნელოვანი. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს რეფორმების განხორციელება, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, განსაკუთრებით, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას რუსული რეჟიმი მართავს. მნიშვნელოვანია, ამ ქარტიით ჩვენმა ამომრჩეველმა იცოდეს რას გააკეთებენ პროდასავლური პარტიები.

ეს არ არის ტექნიკური ერთობა და ამაზე პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ არჩევნებზე, ვინ რა ფორმატით გაერთიანდება, ეს არის თითოეული პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილება. საუბარია იმაზე თუ, როგორ წარმოუდგენიათ პროდასავლურ პარტიებს, ვინ შეიძლება აიღოს პასუხისმგებლობა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, როგორი იქნება ქვეყანა და რა ძირითად რეფორმებზე უნდა შეთანხმდნენ პროდასავლური ცენტრები”, - განაცხადა წითლიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს