მეთიუ მილერი - სანქციების ახალი პოლიტიკა გამოვაცხადეთ, ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოგვიცხადებია - მათ დაწესებაზე არ ვიყოყმანებთ

საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე აშშ-ს პასუხს განვიხილავთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ კანონმა შესაძლოა სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია და გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების აღკვეთა გამოიწვიოს.

„ჩვენ საკმაოდ შეშფოთებულები ვართ ზუსტად იმ საკითხით, რაც ახსენეთ, კერძოდ იმით, რომ ეს კანონი საქართველოს დემოკრატიული კურსიდან აშორებს და შეიძლება სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების აღკვეთა გამოიწვიოს. ეს ქმედებები რადიკალურად ცვლის აშშ-ის ურთიერთობას საქართველოსთან, რის გამოც ჩვენი ურთიერთობების გადახედვა დავიწყეთ და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე ჩვენს პასუხს განვიხილავთ“, - განაცხადა მილერმა.

მილერის თქმით, აშშ-მ სანქციების ახალი პოლიტიკის შესახებ განაცხადა, თუმცა ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოუცხადებია.

„ჩვენ სანქციების ახალი პოლიტიკა გამოვაცხადეთ, ჩვენ ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოგვიცხადებია და აქ გავჩერდები, მაგრამ ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მათ დაწესებაზე არ ვიყოყმანებთ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

კითხვაზე, თუ რატომ არ ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს შესახებ აღმოსავლეთ ევროპაში ყოფნისას მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ენტონი ბლინკენის დამოკიდებულება ნათელია.

„მდივანმა ახლახან გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საქართველოს მიმართ ჩვენი პოლიტიკის ყოვლისმომცველი გადახედვა გამოაცხადა, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ასობით მილიონი დოლარის დახმარებას, რომელსაც ჩვენ საქართველოს ვუწევთ და ასევე, ახალი სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა გამოაცხადა, რომელზეც აშშ-ის მხრიდან მოქმედებას თქვენ უნდა ელოდოთ. ვფიქრობ, რომ აქ გავჩერდები, მისი დამოკიდებულება ამის შესახებ, ძალიან ნათელია“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს