ზურაბ ჯაფარიძე - სამუშაო ძალიან ბევრია, მთავარი ამოცანაა, არჩევნებზე მოსახლეობის მაღალი გამოცხადება, ამ შემთხვევაში არანაირი გაყალბება არ უშველით, არანაირი სუს-ი და "ხარება"

"ქართული ქარტია" ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პრეზიდენტი აპირებს ქარტია გააცნოს დასავლელ პარტნიორებს და იქაც მოიპოვოს ამ რეფორმების მხარდაჭერა , - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან მიღების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, შეხვედრაზე საუბრის თემა შეეხებოდა იმ რეფორმებს, რომელიც გასატარებელია იმისათვის, რომ ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გახსნას.

"დღეს საუბარი იყო ქარტიაზე, მის შინაარსზე, რომ მოხდა მთელი ოპოზიციური პარტიების გაერთიანება. საუბარი იყო იმაზე თუ რა რეფორმებია გასატარებელი იმისათვის, რომ ჩვენ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნისთვის, 2030 წელს ქვეყანა გავიდეს სამშვიდობოს და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს. ამ თვალსაზრისით ქარტია ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პრეზიდენტი აპირებს ქარტია გააცნოს დასავლელ პარტნიორებს, პირველ რიგში, ბრიუსელში და იქაც მოიპოვოს ამ რეფორმების მხარდაჭერა",- განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, სამუშაო ძალიან ბევრია, მთავარი ამოცანაა, არჩევნებზე იყოს ამომრჩეველთა მაღალი გამოცხადება.

"სამუშაო არის ძალიან ბევრი იმ საკითხებზე, რაზეც ზურაბიშვილმაც ისაუბრა. მთავარი ამოცანაა, არჩევნებზე იყოს მოსახლეობის მაღალი გამოცხადება. მაღალი გამოცხადების შემთხვევაში არანაირი გაყალბება არ უშველით, არანაირი სუს-ი და არანაირი "ხარება", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია