სალომე ზურაბიშვილი - ვულოცავ კლაუდია შეინბაუმს მექსიკის პირველ ქალ პრეზიდენტად არჩევას

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კლაუდია შეინბაუმს მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„ვულოცავ კლაუდია შეინბაუმს მექსიკის პირველ ქალ პრეზიდენტად მის ისტორიულ არჩევას. ამ მღელვარე დროში, კიდევ ერთი ქალი ლიდერის ნახვა შთამაგონებელია. მოუთმენლად ველი საქართველოსა და მექსიკის ურთიერთობების გასაძლიერებლად ერთად მუშაობას!“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი X-ზე.

შეგახსენებთ, მექსიკაში საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. Reuters-ის ცნობით, წინასწარი შედეგების მიხედვით, ქალაქ მეხიკოს ყოფილმა მერმა, კლაუდია შეინბაუმმა მექსიკის დემოკრატიის ისტორიაში ხმების ყველაზე მაღალი პროცენტი მოიპოვა. ბოლო მონაცემებით, დათვლილია ხმების 90%, რომელთაგან 59% კლაუდია შეინბაუმმა მიიღო და მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება