იაგო ხვიჩია - „ოცნების“ დევიზი: „წინ ღირსებით ჩინეთისკენ“, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, რაც შეეხება პრეზიდენტის ქარტიას, თუ ის ერთიან სიაზე გავლენას არ მოახდენს, ერთ თვეში არავის ემახსოვრება

„დევიზი - „წინ ღირსებით ჩინეთისკენ“, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება ქართველი ადამიანისთვის, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა.

დეპუტატის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” “წინ ჩინეთისკენ” თქმით, აბსურდი მოიფიქრა”.

“დევიზი - “წინ ღირსებით ჩინეთისკენ” ძალიან სასაცილოდ გამოიყურება ქართველი ადამიანისთვის. ჩვენ შეიძლება ყველაფრისკენ “წინ” გვითხრან და საზოგადოების ნაწილი აყვეს, მაგრამ “წინ ღირსებით ჩინეთისკენ” მგონი, არასდროს ყოფილა მიმზიდველი საქართველოში. მახსოვს, კომუნისტები აკეთებდნენ ამას და ქართველი პოეტები ჩინეთზე თავის დროზე ლექსს წერდნენ კომუნისტების შეკვეთით. დღეს ცოტა არარეალური მგონია ამის მოტრიალება.

შუა დერეფნისთვის ჩინეთის ინვესტიცია ეს ყველაფერი წინასაარჩევნო ტრიუკებია. იმის გაცხადება, რომ რუსეთისკენ მივდივართ, უხერხული იქნებოდა ოკუპირებული ქვეყნისთვის. არანაკლები აბსურდი მოიფიქრა “ქართულმა ოცნებამ” და თქვა, რომ “წინ ჩინეთისკენ”. არ მჯერა, რომ ამას ქართველი ხალხი აჰყვება. რუსეთთან სხვა სენტიმენტი გვქონდა და ჩინელებთან ეგ სენტიმენტიც არ გვაქვს”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გარდა ამ თემისა, დეპუტატი გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ “ქართულ ქარტიას” და აღნიშნა, რომ თუ ეს ქარტია ერთიან სიებზე გავლენას ვერ მოახდენს, მაშინ “ერთ თვეში ეს ქარტია არავის ემახსოვრება, ხელმომწერებსაც კი”.

„ჩემი დაკვირვებით, ერთადერთი შინაარსი, რაც ამ ქარტიამ შეიძლება შეიძინოს, არის ის, რომ სიების დაკომპლექტებაში დაეხმაროს ხელმომწერებს. იქნება ეს ერთი დიდი სია თუ ორი არ ვიცი. თუ ამაზე ეს გავლენას ვერ მოახდენს, აგერ მე და აგერ თქვენ, ერთ თვეში ეს ქარტია არავის ემახსოვრება, ხელმომწერებსაც კი, დაავიწყდებათ რომ ხელი აქვთ მოწერილი.

ჩვენ არ გვესმის ამ დოკუმენტის შინაარსი, საჭიროება. პუნქტების 80%-ს არ ვეთანხმებით. ისევე როგორც სხვა ჩვენი კოლეგები არ ეთანხმებიან, მაგრამ მოგეხსენებათ მათთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ხელს რას მოაწერენ. ხოლო ჩვენ სანამ მოვაწერთ - ვკითხულობთ”, - განაცხადა ხვიჩიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია