შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე - გავა დრო და ყველა ნახავს, რომ ერთიანი სია იქნება - გაპრანჭვა ხდება და უნდათ, ეს ყველაფერი ნელ-ნელა შემოგვაპარონ, ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს

გავა დრო და ყველა ნახავს, რომ [ოპოზიციის] ერთიანი სია იქნება - გაპრანჭვა ხდება და უნდათ, ეს ყველაფერი ნელ-ნელა შემოგვაპარონ, ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომ „ქართული ქარტია“ ოპოზიციის ერთიან საარჩევნო სიას არ გულისხმობს.

აღნიშნულ დოკუმენტს პაპუაშვილი „ომის ქარტიას“ უწოდებს და ამბობს, რომ ეს ქარტია ქვეყნის ვასალობას ითვალისწინებს.

„ოპოზიცია და ქალბატონი სალომე არ მოქმედებენ საკუთარი ნებით, მათ ამ სცენარს გარედან უწერენ. ეს არის ომის პარტია, ომის ქარტია, რომელსაც ერთადერთი მიდგომა აქვს ქვეყნის მიმართ, რომ იყვნენ ვასალები და რასაც გარედან ეტყვიან, ის გააკეთონ. ამიტომ, საქართველოს მოსახლეობას 26 ოქტომბერს ეს არჩევანი ექნება - გვინდა ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუ ვასალური?”- განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს