ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, მხარდამხარ ვიბრძოდით ავღანეთში თუ ამის პასუხად არის ის, რომ ხალხის ხელისუფლებას სანქციებით უნდა ელაპარაკო, ამ ხალხს სანქციის ენით ელაპარაკო, ეს ხომ, საერთო ჯამში აზიანებს მხოლოდ იმას, ვინც ამ ენით ესაუბრება ქართველ ხალხს , - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტების კითხვას,ელოდება თუ არა ინდივიდუალურ სანქციებს აშშ-დან.
ის გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებას, რომ აშშ- ს ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოუცხადებია, თუმცა არ იყოყმანებენ.
პაპუაშვილის თქმით, „არასწორია, საერთოდ იმაზე ფიქრი, საკუთარი დღის განრიგის, საკუთარი დღის წესრიგის თუ განწყობის აწყობა, სხვა ქვეყანა შენთან მიმართებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს“.
„თქვენ ხართ დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქე, მე ვარ დამოუკიდებელი ქვეყნის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის თავმჯდომარე. დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეები, პარლამენტის თავმჯდომარეები და პარლამენტის წევრები არ იყურებიან და თავიანთ გადაწყვეტილებებს არ აწყობენ სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნების განცხადებებზე და ასევე, გადაწყვეტილებებზე. ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის დაკვეთით და მანდატით. ჩვენი ამოცანაა ვიმოქმედოთ ქართველი ხალხის ინტერესით. თუკი წარმოვიდგენთ, რომ საქართველოს ეყოლება ხელისუფლება, რომელიც აწყობილი იქნება სხვა ქვეყნების ხელისუფლებების გადაწყვეტილებებზე,შანტაჟზე,მუქარაზე ან არ ვიცი, რაიმე სხვაზე, მაშინ, რად გვინდა ასეთი ხელისუფლება? ასეთი ხელისუფლება ჩვენ გვყავდა 2012 წლამდე. ხელისუფლება,რომელიც ერთ რამეს უყურებდა, ტაშს დაუკრავდნენ თუ არა გარედან, წითელ ხალიჩას დაუგებდნენ, თუ არა და რა ეპითეტებით შეამკობდნენ“ , - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, რაც შეეხება ზოგადად სანქციებს, ეს საქართველოსთვის უცხო არარის.
„რა მომენტშიც ქართველი პოლიტიკოსი თავის გადაწყვეტილებებს დააყრდნობს უცხო ქვეყნის მუქარაზე, იმ მომენტში, ის ქართველი პოლიტიკოსი აღარ არის, არამედ არის უცხო ქვეყნის შანტაჟდაქვემდებარებული პოლიტიკოსები. ოპოზიცია ასეთებით გვყავს სავსე. მთელი ეს „ომის ქარტიის“ მონაწილეები ასეთი პოლიტიკოსები არიან.ყოველდღე „ტვიტერში“ უყურებენ, ღამე არ იძინებენ, იციან,რომ ბრიფინგი იქნება სხვა ქვეყანაში. შესციცინებენ თავლებში უცხოელებს, არ სიტყვები გადმოვა მათი ბაგეებიდან,რომ ამ ბაგეებიდან გადმოსული სიტყვების შემდეგ აქციონ საკუთარი დღის წესრიგად. სამარცხვინოა,რომ ასეთი მიდგომა არის. რაც შეეხება ზოგადად ამ სანქციებით მუქარას, საქართველოსთვის სანქციები არ არის სიახლე, ჩვენ წლებია სხვადასხვა სანქციების ქვეშ ვართ ნამყოფი და მათ შორის, რუსეთი არაერთხელ ცდილობდა ზემოქმედება მოეხდინა ქართველ ხალხზე. ეს არის რუსული სტილით ქართველ ხალხთან საუბარი და არ მგონია, ვინმესთვის სასიკეთო იყოს, რომ ასეთი ენით ესაუბროს ქართველ ხალხს.ამიტომ, თავის მხრივ, ამაზე ფიქრი და გაჟღერებაც არის არასწორი, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორთან საუბრობ სანქციების ენით და მუქარით და მერე არის ის, რომ ამას საქართველოს ხელისუფლებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“ , - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან,როგორც მან აღნიშნა, გუშინ თავდაცვის მინისტრთან და უწყების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პირველი ქვეითი ბრიგადა მოინახულა,სადაც სამხედროებთან ერთად გაიხსენეს გმირი სამხედროები, მათ შორის საერთაშორისო მისიებში დაღუპულები.
„მაშინ,როდესაც ნატო-ს წევრი ქვეყნების უმრავლესობა ავღანეთში, შტაბებიდან არ გამოდიოდა, ჩვენი ჯარისკაცები წინა ხაზზე იბრძოდნენ და დღეს, ნატო-ს წევრი ქვეყნები, განსაკუთრებით,აქ რომ იყვნენ და მიტინგზე გამოდიოდნენ იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც გულში მჯიღს იცემენ და ბრძოლისკენ იქაჩებიან,სადაც საომარი და საბრძოლო იყო შტაბიდან არ გამოდიოდა ბევრი წარმომადგენელი, ჰქონდათ საშტაბო ამოცანები“ , - განაცხადა პაპუაშვილმა და აღნიშნა,რომ ქართული კონტინგენტი მაშინ წინა ხაზზე იბრძოდა და ეს ხდებოდა იმიტომ,რომ ზუსტადაც აფასებენ სტრატეგიულ პარტნიორობას და ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ იბრძოდნენ ავღანეთში.
„ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ ვიბრძოდით ავღანეთში. თუ ამის პასუხად არის ის, რომ ხალხის ხელისუფლებას სანქციებით უნდა ელაპარაკო, ამ ხალხს სანქციის ენით ელაპარაკო, ეს ხომ, საერთო ჯამში,აზიანებს მხოლოდ იმას, ვინც ამ ენით ესაუბრება ქართველ ხალხს“ , - ანიშნა პაპუაშვილმა.