ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ყველგან, სადაც იქნება ერთობაზე საუბარი და მოქმედება - ჩვენ გვესმის, რომ ეს არჩევნები არა პარტიული, არამედ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი  იქნება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ყველგან, სადაც იქნება ერთობაზე საუბარი და მოქმედება. ჩვენ გვესმის, რომ ეს არჩევნები არა პარტიული, არამედ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი იქნება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილ "ქართულ ქარტია" გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ისინი იქნებიან ყველგან, სადაც ერთობაზე და მოქმედებაზე იქნება საუბარი და განსხვავებული მოსაზრების მქონე პირებთან კონფლიქტში შესვლას არ აპირებს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იქნება ყველგან, სადაც იქნება ერთობაზე საუბარი და მოქმედება. ჩვენ გვესმის, რომ ეს არჩევნები არა პარტიული, არამედ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი იქნება. ეს იქნება მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მომავალს, ამიტომ ჩვენი ბიუროკრატიული საქმიანობა გადადებული გვაქვს გვერდით, იმისთვის, რომ ვემსახუროთ ხალხს.

ჩვენ მომხრე ვართ ერთიანობის, არ ვაპირებთ ვინმესთან კონფლიქტში შესვლას, ვისაც განსხვავებული მოსაზრება აქვს. მნიშვნელოვანია, რომ შევჯერდეთ პოზიციებზე და შევჯერდებით. საბოლოო ჯამში, ერთობლივი ფრონტით ჩვენ დავამარცხებთ ივანიშვილის რეჟიმს. რა კონფიგურაციით იქნება, ამას საზოგადოება მალე გაიგებს", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, "ქართული ქარტია“, რომელიც სამოქმედო გეგმას გულისხმობს, პრეზიდენტმა 26 მაისს წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. ამასთან, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ქარტიის“ ირგვლივ თანხმობა არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს. ქარტიის თანახმადვე, მთავრობის დაკომპლექტების პროცესი პრეზიდენტთან კოორდინაციით ჩატარდება.

ქარტიაში საუბარია „ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმებაზე“, მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებასა და ნდობის აღდგენაზე, საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებასა და ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაზე.

"ქართულ ქარტიას“ 17 პარტიამ და 5 დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოაწერა ხელი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება