რომან გოცირიძე - რაც „აგენტების რუსულმა კანონმა“ ლონდონის ბირჟაზე ქართულ კომპანიებს დამართა, იშვიათად თუ მოიძებნება პრაქტიკაში - მათი საბაზრო კაპიტალიზაციის ჯამურმა კლებამ დაახლოებით, 5.6 მილიარდი ლარი შეადგინა

რაც „აგენტების რუსულმა კანონმა“ ლონდონის ბირჟაზე ქართულ კომპანიებს დამართა, იშვიათად თუ მოიძებნება პრაქტიკაში, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც გოცირიძემ განმარტა, ქართული კომპანიების აქციების ფასების კლება კვლავ გრძელდება.

,,ბოლო ერთი თვის განმავლობაში, პირველი მაისიდან დღემდე, ამ კომპანიებმა ერთბაშად დაკარგეს თავისი ღირებულების მეოთხედზე მეტი: „ჯორჯია კაპიტალი“ -29.8%. „საქართველოს ბანკი“ -30.9%. „თიბისი ბანკი“ -25.6%.

ამ კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციის ჯამურმა კლებამ 1,6 მილიარდი გირვანქა სტერლინგი შეადგინა, რაც დაახლოებით 5,6 მილიარდი ლარის ტოლია" , - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება