ირაკლი კობახიძე -  ნებისმიერი ადამიანის უფლება, განურჩევლად მისი ცხოვრების წესისა, უნდა იყოს დაცული, მაგრამ პროპაგანდა არის მიუღებელი - კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა, ეხება სწორედ პროპაგანდას

ადამიანის უფლებები უნდა იყოს ძალიან მკაცრად დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა, მაგრამ პროპაგანდა შეიცავს კონკრეტულ საფრთხეებს, აქედან გამომდინარე, კანონით პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა კანონების პაკეტზე„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

მისი განმარტებით, „პირველ რიგში, ერთმანეთისგანვე ძალიან მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ადამიანის უფლებების დაცვა და პროპაგანდა.

„საქართველოში ადამიანის უფლებები არის დაცული და მომავალშიც, მკაცრად უნდა იყოს დაცული. ეს ეხება ნებისმიერ ადამიანს განურჩევლად ცხოვრების წესისა, მაგრამ რაც შეეხება პროპაგანდას, პროპაგანდა არის მიუღებელი და ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა, ეხება სწორედ პროპაგანდას. მანამდე დაინიცირდა შესაბამისი კონსტიტუციური კანონპროექტი, ახალა უკვე ჩვეულებრივი კანონპროექტი, რომელიც განიხილება საქართველოს პარლამენტში და რა თქმა უნდა, ამ მოწვევის პარლამენტი ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანს.

გავიმეორებ, ადამიანის უფლებები უნდა იყოს ძალიან მკაცრად დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესის ან ნებისმიერი ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული, ნებისმიერი მოქალაქის პატივისცემა განურჩევლად ცხოვრების წესისა, ნებისმიერი საკითხისა არის ჩვენი ვალდებულება, მაგრამ პროპაგანდა შეიცავს კონკრეტულ საფრთხეებს, აქედან გამომდინარე, კანონით პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კობახიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო