შალვა პაპუაშვილი - ამერიკელ ჯარისკაცებთან ავღანეთში მხარდამხარ ვიბრძოდით, ამის პასუხი თუ არის ის, რომ ამ ხალხს და მის ხელისუფლებას სანქციის ენით უნდა ელაპარაკო, ეს მხოლოდ აზიანებს მათ, ვინც ამ ენით ესაუბრება ქართველ ხალხს

ამერიკელ ჯარისკაცებთან ვიბრძოდით მხარდამხარ ავღანეთში. ამის პასუხი თუ არის, რომ ამ ხალხს და მის ხელისუფლებას სანქციის ენით უნდა ელაპარაკო, ეს ხომ საერთო ჯამში მხოლოდ აზიანებს მათ, ვინც ამ ენით ესაუბრება ქართველ ხალხს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შეერთებული შტატების მხრიდან სანქციების საკითხზე საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სანქციის ენით საუბარი საერთო ჯამში მხოლოდ აზიანებს მათ, ვინც ამ ენით ესაუბრება ქართველ ხალხს. მისი თქმით, ეს არის რუსული სტილით ქართველ ხალხთან საუბარი და არ მგონია, რომ ვინმესთვის ეს სასიკეთო იყოს.

„ვიხსენებდით მათ შორის მათ, ვინც საერთაშორისო მისიებში დაიღუპნენ. მაშინ, როდესაც ნატოს წევრი ქვეყნების უმრავლესობა შტაბებიდან არ გამოდიოდა ავღანეთში, ჩვენი ჯარისკაცები წინა ხაზზე იბრძოდნენ. ნატოს წევრი, განსაკუთრებით ის ქვეყნები, რომლების წარმომადგენლებიც აქ იყვნენ და მიტინგზე გამოდიოდნენ, დღეს მჯიღს იცემენ გულში და ბრძოლისკენ იქაჩებიან. სადაც საომარი და საბრძოლო იყო, შტაბიდან არ გამოდიოდა ბევრი მათი წარმომადგენელი და საშტაბო ამოცანები ჰქონდა მაშინ, როდესაც ქართველები ვიყავით ყველაზე დიდი კონტინგენტი არაწევრი ქვეყნებიდან და წევრ ქვეყნებთან შედარებით მეორე-მესამე ქვეყანა ვიყავით ჯარისკაცების რაოდენობით. რატომ? იმიტომ, რომ ზუსტადაც რომ ვაფასებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და ამერიკელ ჯარისკაცებთან ვიბრძოდით მხარდამხარ ავღანეთში. ამის პასუხი თუ არის, რომ ამ ხალხს და მის ხელისუფლებას სანქციის ენით უნდა ელაპარაკო, ეს საერთო ჯამში მხოლოდ აზიანებს მათ, ვინც ამ ენით ესაუბრება ქართველ ხალხს. ეს არის რუსული სტილით ქართველ ხალხთან საუბარი და არ მგონია, რომ ვინმესთვის ეს სასიკეთო იყოს, რომ ასეთი ენით ესაუბრონ ქართველ ხალხს. ამაზე ფიქრიც და ამის გაჟღერებაც არის არასწორი, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორთან საუბრობ სანქციების ენით და მუქარით. მეორეს მხრივ, ამას საქართველოს ხელისუფლებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება