თინა ბოკუჩავა - ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად არიან ინფორმირებული იმ ფართომასშტაბიანი ტერორის შესახებ, რომელსაც ახორციელებს ივანიშვილის რეჟიმი

ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად არიან ინფორმირებული იმ ფართომასშტაბიანი ტერორის შესახებ, რომელსაც ახორციელებს ივანიშვილის რეჟიმი, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ელჩებმა უშუალოდ ნახეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი, „რომელსაც თავს დაესხა ბანდიტური ჯგუფი, რაც ჩვენს პარტნიორებში იწვევს უკიდურეს შეშფოთებას“.

„საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და მათი წარმომადგენლობები თბილისში ძალიან კარგად არიან ინფორმირებული ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან იმ ფართომასშტაბიანი ტერორის შესახებ, რომელსაც რეჟიმი ახორციელებს საქართველოს მოქალაქეების და ოპოზიციური პარტიების ოფისში, სამოქალაქო აქტივისტების და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში, მათ ნახეს უშუალოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი, რომელიც გახდა ბანდიტური დაჯგუფების თავდასხმის სამიზნე რამდენიმე დღის წინ, რამაც გამოიწვია კონკრეტული დაზიანებები. ამ დროს აქ იყვნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი შვილთან ერთად. ბუნებრივია, ეს იწვევს უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისთვის. სწორედ ეს გახდა საფუძველი იმის, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს უწევთ საუბარი ინდივიდუალურ სანქციებზე, რომელიც უნდა დაწესდეს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან ქართულ დემოკრატიას და ცდილობენ ჩვენს ქვეყანას წაართვან ევროატლანტიკური მომავალი,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, 1-ელ ივნისს, გამთენიისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისს თავს რამდენიმე ათეული პირი დაესხა. მათ ხელკეტებითა და ქვებით პარტიის ოფისის ფანჯრები ჩაამსხვრიეს და კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვეს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს