პრემიერი - ქართველი მოსამართლეების სანქცირებაც იყო ანტიქართული ნაბიჯი - ამერიკისთვის იყო დამაზიანებელი, მხოლოდ ამერიკისთვის

თავის დროზე, გახსოვთ, რომ ე.წ. სავიზო შეზღუდვები დაწესდა ოთხ მოსამართლეზე. ეს იყო სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე და ესეც იყო აბსოლუტურად არასერიოზული ნაბიჯი. შესაბამისად, მას ჰქონდა ნული ეფექტი, რა თქმა უნდა, მხოლოდ კონტრპროდუქტიული იყო.[რეპუტაციულად] რა თქმა უნდა, ამერიკისთვის იყო დამაზიანებელი, ჩვენთვის არა, მხოლოდ ამერიკისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვა, „თუ დაწესდება მათ მიმართ სანქციები, რა მოხდება“.

ამ კითხვის საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა დაასახელა აშშ-ს მიერ სანქცირებული სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე: მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე. კობახიძის თქმით, ოთხივე მათგანს სავიზო შეზღუდვა მტკიცებულებების გარეშე დაუწესდა.

„როდესაც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ოთხ მოსამართლეს დაუწესეს სავიზო შეზღუდვები, ამან დააზიანა, მხოლოდ და მხოლოდ, ამერიკის იმიჯი საქართველოში. მტკიცებულებები მოვითხოვეთ და ვერავითარი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინეს და რა თქმა უნდა, ასეთი რაღაცები აზიანებს ამერიკის იმიჯს. მოსამართლე უნდა იყოს ყველაზე მეტად დაცული. ფართო გაგებით, მოსამართლეც არის საჯარო მოსამსახურე, ყველაზე მკაცრად უნდა იყოს დაცული.

მაგალითად, ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც ეფუძნება ე.წ. ბანგალორის პრინციპებს - მოსამართლის დასჯა დისციპლინური წესით დასაშვებია მხოლოდ უკიდურეს გამონაკლის შემთხვევაში. ასეთ დროს, კონკრეტული სახელმწიფო ჩვენ მოსამართლეებს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ასანქცირებს, ეს არის სამართლებრივი პრინციპების უხეში დარღვევა, ეს არის სამართლის უზენაესობის პრინციპის უხეში დარღვევა, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აზიანებს აშშ-ს ინსტიტუტების იმიჯს, რაც ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, როდესაც მტკიცებულების გარეშე სხვა ასანქცირებს მოსამართლეებს ეს აზიანებს მხოლოდ სანქციის მაწესებლის იმიჯს“ , -განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა , ირაკლი კობახიძემ უპასუხა შეკითხვას, როგორ წარმოუდგენია ევროინტეგრაცია, როდესაც ევროპული სახელმწიფოების ელჩებს აკრიტიკებს.

„როდესაც კონკრეტული სუბიექტები ანტიქართულ განცხადებებს აკეთებენ და დგამენ ანტიქართულ ნაბიჯებს,იგივე მტკიცებულებების გარეშე ქართველი მოსამართლეების სანქცირებაც იყო ანტიქართული ნაბიჯი. როდესაც ანტიქართული ნაბიჯები იდგება,როდესაც ანტიქართული განცხადებები კეთდება, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალდებულებაა ქართველი სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების წინაშე, რომ ამაზე გვქონდეს სათანადო ადეკვატური რეაგირება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვერ შეფასდება ვერც ანტიევროპულ და ვერც ანტიამერიკულ ნაბიჯად. როცა იქიდან იდგმება ანტიქართული ნაბიჯები და კეთდება ანტიქართული განცხადებები, ამაზე რეაგირება უბრალოდ ჩვენი ვალდებულებაა და მეტი არაფერია“,- განაცხადა კობახიძემ.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024