შალვა პაპუაშვილი - ის, როგორც ევროპა საქართველოს ექცეოდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, არ ჯდება არანაირად ევროპულ ღირებულებებში

ის, როგორც ევროპა საქართველოს ექცეოდა ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, არ ჯდება არანაირად ევროპულ ღირებულებებში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპის მხრიდან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიმართ პოზიციების შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროინტეგრაციის პროცესშიც ვნახეთ ბევრი უსამართლო გადაწყვეტილება. მისი თქმით, "ის, როგორც ევროპა საქართველოს ექცეოდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, არ ჯდება არანაირად ევროპულ ღირებულებებში".

„უსამართლო გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი შეჩვეულია ისტორიულადაც და ამ ბოლო პერიოდშიც. ევროინტეგრაციის პროცესშიც ჩვენ ვნახეთ ბევრი უსამართლო გადაწყვეტილება და მოქცევა. ის, როგორც ევროპა საქართველოს ექცეოდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, არ ჯდება არანაირად ევროპულ ღირებულებებში და ზოგჯერ იყო ისეთი ქცევა და მოწოდებები, რომელიც საქართველოს დააზიანებდა. ჩვენ ვნახეთ უსამართლო გადაწყვეტილებები კანდიდატის სტატუსის არმინიჭების დროს 2022 წლის ივნისში, ასევე შარშან დეკემბერში, როდესაც კანდიდატის სტატუსი კი მოგვანიჭეს, მაგრამ არ გახსნეს მოლაპარაკება საქართველოსთან, მაშინ როდესაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით, რომლებიც ათი თავით ჩამორჩებიან საქართველოს, როგორც ცნობილია ყველასთვის.

გარდა ამისა, იყო უსამართლო მოთხოვნები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან, სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. ჩვენ თვეები დაგვჭირდა, რომ ევროპისგან მომდინარე ეს მოთხოვნა ქართველი ხალხისთვის საზიანო ნაბიჯების გადადგმისა, რაღაცნაირად ჩაგვეცხრო. აქ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი, ქართულ „ენჯეოებთან“ და პოლიტიკოსებთან სიამ-ტკბილობაში ამ დაზიანებით იყო დაკავებული. ასე რომ, არ გვაკვირვებს უსამართლობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია