პრემიერი - როდესაც სალომე ზურაბიშვილისგან კეთდება განცხადება ჩინეთის ჩართულობის წინააღმდეგ, არასერიოზულია, მძიმე პროვოკაცია, სპეკულაციაა

როდესაც სალომე ზურაბიშვილისგან ასეთი განცხადებები კეთდება ჩინეთის ჩართულობის წინააღმდეგ ანაკლიის პორტის პროექტში, არასერიოზულია, მძიმე პროვოკაცია და სპეკულაციაა , - ასე აფასებს პრემიერი, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ "ანაკლიაში ჩინელების შემოყვანა, ამ დოზით, არის დანის ჩარტყმა ჩვენს ურთიერთობებში ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან".

მისივე თქმით, პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით “სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს“.

„ყველას ძალიან კარგად მოეხსენება რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავება. ჩვენ გასულ წელს ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შეთანხმების , როგორც პოლიტიკური ასპექტი, ისე ეკონომიკური. სტრატეგიული მდებარეობა გვაქვს, იმისთვის, რომ მაქსიმალურად აღვადგინოთ სტრატეგიული დაკავშირების ფუნქცია, პრინციპულად მნიშვნელოვანია განვითარდეს ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები. ანაკლიის სპორტის პროექტის განხორციელება ჩინელ პარტნიორებთან ერთად ამის შესრულებას გაგვიიოლებს. ასეთ დროს როდესაც სალომე ზურაბიშვილისგან ასეთი განცხადება კეთდება ჩინეთის ჩართულობის წინააღმდეგ, უბრალოდ არასერიოზულია, მძიმე პროვოკაცია, სპეკულაციაა”, - აღნიშნა პრემიერმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება