კახა კალაძე გერმანიის ელჩზე - ჩვენ არაერთი ფაქტი გვიხილავს, რომ ხდება ამგვარი მანიპულაციები, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, დაპირისპირების მცდელობა

ჩვენ არაერთი ფაქტი გვიხილავს, რომ ხდება ამგვარი მანიპულაციები, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, დაპირისპირების მცდელობა, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი გერმანიის ელჩის მიერ, სოციალურ ქსელში, კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადების გაზიარებულ⁸ საკითხს, სადაც არ იყო დაკონკრეტებული, თუ ვის მიემართებოდა კანცლერის სიტყვები სიძულვილისა და ძალადობის შეუწყნარებლობასთან დაკავშირებით.

კალაძის თქმით, დღეს უამრავი შესაძლებლობა აქვთ ადამიანებს, მიიღონ სწორი ინფორმაცია და არავის არ მიეცეს შესაძლებლობა რომ საზოგადოება მოატყუოს.

„ჩვენ არაერთი ფაქტი გვიხილავს ასეთი, რომ ხდება ამგვარი მანიპულაციები, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, დაპირისპირების მცდელობა, მაგრამ დღეს არ არის ის დრო, რაც იყო 2012 წლამდე, რომ ერთი კაცის ჯიბეში იყო ყველა ტელევიზია, ყველა მედია საშუალება. დღეს არის სრული თავისუფლება, უამრავი შესაძლებლობა აქვთ ადამიანებს, მიიღონ სწორი ინფორმაცია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და არავის არ მიეცეს შესაძლებლობა, რომ საზოგადოება მოატყუოს, შეიყვანოს შეცდომაში და ამგვარი სპეკულაციები განახორციელოს", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა პლატფორმა X-ზე გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადება გაავრცელა, სადაც შოლცი აცხადებს: „ბოლო დღეებში იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული შუღლი და თავდასხმები. ჩვენ არ გვაქვს სიძულვილისა და ძალადობის მიმართ შემწყნარებლობა. ხალხის უმრავლესობა ღირსეულია. მათი ხმა უდავოდ უნდა ისმოდეს".

გერმანიის ელჩს არ მიუთითებია, ვისი მისამართით იყო გაჟღერებული კანცლერის აღნიშნული განცხადება, რამაც ქართული მედიისა და საზოგადოების ნაწილს დაუტოვა აღქმა, რომ ოლაფ შოლცის ეს განცხადება საქართველოში უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებოდა.

როგორც გერმანიის საელჩოში „ინტერპრესნიუსს“ განუმარტეს, ოლაფ შოლცის ეს განცხადება გერმანიაში მიმდინარე მოვლენებისკენ იყო მიმართული.

„კანცლერის განცხადება შეეხებოდა გერმანიაში კონკრეტულ სიტუაციას, თუმცა, ზოგადად, ეს სიტყვები საყოველთაო ხასიათისაა“, - აღნიშნულია საელჩოს კომენტარში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია