კახა კალაძე - ბუნებაში არ არსებობს მიზეზი, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირდნენ - თუ იცით რამე მიზეზი, მითხარით და მივიღებ, შეიძლება ბოდიშიც მოვიხადო

მე მაქვს მარტივი კითხვა - რატომ? ბუნებაში არ არსებობს მიზეზი, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირდნენ - თუ იცით რამე მიზეზი, მითხარით და მივიღებ, შეიძლება ბოდიშიც მოვიხადო, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რა იქნება ხელისუფლების რეაგირება, თუ მმართველი გუნდის წევრები დასანქცირდებიან.

ამასთან, კახა კალაძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს ელექტრონულ ფოსტაზე მისდით შეტყობინება სავიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე“. მისი თქმით, ეს ინფორმაციას „სიმართლეს არ შეესაბამება“.

„როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელს ასანქცირებ, ამას საბაბი უნდა ჰქონდეს. არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირდნენ. ამის არანაირი არგუმენტი არ არსებობს. არასერიოზულია სანქციებზე საუბარი. მზად ვართ, ურთიერთობები გავაღრმაოთ. იყოს მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა გაღრმავდეს. იყოს ჯანსაღი ურთიერთობები, ჩვენი გზა არის ევროპა და ევროპული მომავალი. თუ რაიმე წარმატება გვაქვს მიღწეული ამ გზაზე, ჩვენი ხელისუფლების და ქართველი ხალხის დამსახურებაა. ამ შემართებით და სულისკვეთებით ვაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, „სანქციებზე საუბარი არასერიოზულია, რადგან საქართველოს ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ისეთი, რომ სანქცირება იყოს აუცილებელი და საჭირო“.

„თუ იმაზეა საუბარი, რატომ მივიღეთ კანონი - პარლამენტი იმისთვისაა და მოსახლეობის უმეტესობამ იმიტომ დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“, რომ მისი ვალდებულებაა კანონები მიიღოს, გაითვალისწინოს ქვეყნის ინტერესები. გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია და შეუძლებელია ეს ყველაფერი ეწინააღმდეგებოდეს ევროპას და ევროპულ ღირებულებებს“, - განაცხადა კალაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს