„გაუწოდე დახმარების ხელი“ - მაკდონალდს საქართველომ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანია დაიწყო

1 ივნისს, ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მაკდონალდს საქართველომ Mc Happy Day-ის ტრადიციული საქველმოქმედო კამპანია დაიწყო. კამპანიის მთავარი მიზანი, წინა წლების მსგავსად, სხვადასხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა გარემოს გაუმჯობესება, საზოგადოებასთან ინტეგრაცია და მათი განათლების ხელშეწყობაა. წელს, კამპანიის ფარგლებში მაკდონალდს საქართველო თბილისის აუტიზმის ცენტრის „პირამიდას“ ბენეფიციარებს დაეხმარება.

მაკდონალდს საქართველომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, აუტიზმის ცენტრი „პირამიდას“ ბენეფიციარ ბავშვებს ერთი ბედნიერი დღე აჩუქა და მათ საყვარელი ჰეფი მილითა და ფერადი ბუშტებით უმასპინძლა, ადგილზე გაიმართა სხვადასხვა გასართობი აქტივობები, მათ შორის, სახის მოხატვა და სხვა.

მაკდონალდს საქართველო საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში აუტიზმის ცენტრ „პირამიდასთვის“ გეგმავს გარე სივრცეში მოდელირებული კოტეჯების მშენებლობას, რაც მოიცავს ასევე მოდელირებულ პატარა მაღაზიას, ექიმის კაბინეტს, კაფეს და ა.შ, რომლებშიც ბავშვები შეძლებენ სხვადასხვა სოციალური სიტუაციის მოდელირებას და შეისწავლიან შესაბამის უნარებს. რადგან სოციალური უნარების გაუმჯობესება მთავარი გამოწვევაა აუტიზმის სპექტრის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის, მსგავსი წარმოსახვითი სავარჯიშოები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ავითარებს მათ კომუნიკაციის უნარებს, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ.

მწვანე მიმართულება მაკდონალდს საქართველოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ფარგ Mc Happy Day-ის ფარგლებში, მაკდონალდს საქართველო „პირამიდას“ გამწვანების პროექტსაც დაუფინანსებს, რაც ნერგების შეძენას და ბავშვების ხელით მათ ჩარგვას გულისხმობს. ბავშვები კი მცენარის ქოთნებს თავისივე ხელით მოხატავენ. მსგავსი აქტივობები გარემოზე ზრუნვასთან ერთად, ხელს უწყობს ბავშვების მოტორული უნარების განვითარებას.

დამატებით, მაკდონალდს საქართველო „პირამიდას“გადასცემს ფლეილენდის სათამაშო აღჭურვილობას ფიზიკური თერაპიის ოთახში განსათავსებლად - საძრომიალოს, კალათბურთის აღჭურვილობას და ა.შ, რომლებიც პატარებს ფიზიკური უნარების განვითარებაში დაეხმარებათ.

წლევანდელი საქველმოქმედო კამპანიის მთავარი გზავნილია “გაუწოდე დახმარების ხელი” და მასში მონაწილეობა ყველას შეეძლება. 1 თვის განმავლობაში, MC Happy Day-ის ვიზუალის სტიკერი სიმბოლურ ფასად, 1,5 ლარად გაიყიდება, შემოსული თანხა კი სრულად აუტიზმის ცენტრ „პირამიდას“ ბენეფიციარი ბავშვების განათლებასა და პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება. გარდა ამისა, აპლიკაციიდან, ლოიალურობის პროგრამის საშუალებით, მაკდონალდსის ერთგულ მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცემა, 1000 ქულის სანაცვლოდ, მოახდინოს 1 ლარის ოდენობის დონაცია Mc Happy Day-ის კამპანიის ფარგლებში და დაეხმარონ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს.

„მაკდონალდს საქართველო, როგორც სოციალური პასუხიმგებლობის მქონე კომპანია, რამდენიმე წელია უკვე მართავს Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ჩვენ არა ერთ ორგანიზაციას და ასეულობით ბავშვს დავეხმარეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების თანადგომა და მუდმივად ვცდილობთ მათ გაძლიერებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას. წელს გადავწყვიტეთ კიდევ ერთ ბენეფიციარ ორგანიზაციას, „პირამიდას“ აღმოვუჩინოთ დახმარება. ჩვენი და ჩვენი მომხმარებლების ჩართულობით, შევქმნით მოდელირებულ სოციალურ გარემოს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის, რათა გაიუმჯობესონ უნარები და მარტივად შეძლონ საზოგადოებაში ინტეგრაცია. რადგან მაკდონალდს საქართველოსთვის გამწვანება და გარემოზე ზრუნვა პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთი ინიციატივას ვახორციელბებთ, Mc Happy Day-ის კამპანიის ფარგლებში ცენტრს ასევე დავუფინანსებთ მცენარეების დარგვის პროექტსაც. მნიშვნელოვანია, რომ გარემოზე ზრუნვა ბავშვებმა პატარა ასაკიდანვე დაიწყონ.

ამასთანავე, ჩვენ მათ ფლეილენდს გადავცემთ, იმისთვის რომ ბავშვებმა ფიზიკური უნარები გაიუმჯობესონ და შეძლონ ყოველდღიური თამაშით ერთმანეთისთვის ემოციების გაზიარება და მოგონებების შექმნა.

მაკდონალდსისთვის თითოეული ბავშვი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია, რომელთა სახეზეც გვინდა ღიმილს მუდმივად ვხედავდეთ. ვფიქრობ, ეს ინიციატივები ჩვენი მხრიდან ძალიან გაახარებთ,“- აღნიშნავს მაკდონალდს საქართველოს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ელენე ბაღათურია.

„ჩვენი ბენეფიციარები იღებენ საათობრივი თერაპიის სერვისს. ჩვენ მუდმივად ვთავაზობთ მშობლებს, რომ თერაპიის შემდეგ, ბავშვებმა მეტი დრო გაატარონ ეზოში, სადაც, ისინი შეძლებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას, თავისუფალი დროის მიზანმიმართულად გატარებას. სამწუხაროდ, ხშირად მათ საჭიროებებსა და რესურსებზე არ არის მორგებული სათამაშო მოედნები. შესაბამისად, ამის ფონზე, კიდევ უფრო ღირებული ხდება სივრცე, რომელშიც ბავშვები შეძლებენ საკუთარი უნარების გამოყენებას გართობის მიზნით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ეზოში თემატური მცირე ზომის კოტეჯების გაკეთება, რომლებშიც შეიძლება იყოს მაგ: მაღაზიის, ექიმის კაბინეტის და სხვა თემატიკის სივრცეები. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა დახმარების ხელს გიწვდის ბიზნესი და ცდილობს პატარების სოციალური ყოფა კიდევ უფრო კომფორტული და მათზე მორგებული გახადოს. მადლობა მაკდონალდს საქართველოს ასეთი საინტერესო პროექტისთვის და მხარდაჭერისთვის,“ - ამბობს „პირამიდას“ ცენტრის დირექტორი სალომე გაბაძე.

მაკდონალდსისთვის საქველმოქმედო საქმე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის ყოველწლიურად, McHappy Day-სა თუ სხვა კამპანიების ფარგლებში, მრავალ ორგანიზაციას ეხმარება მომხმარებელთა აქტიური ჩართულობით. McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში გასული წლების განმავლობაში მაკდონალდსმა ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავში, თბილისსა თუ კოჯორში დახმარება გაუწია მრავალ ორგანიზაციას. წლევანდელი კამპანია, რომლის მთავარი გზავნილია “გაუწოდე დახმარების ხელი”, ჰეშთეგით #McHappyDays გაიმართება. კომპანია სამომავლოდაც გააგრძელებს პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ბენეფიციარების დახმარებასა და მხარდაჭერას.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო