რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი - არ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერის შექმნის იმედით, მიზანი იყოს საქართველოს ხელისუფლების ცვლილება „მაიდნის“ სცენარით

არ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერის შექმნის იმედით, მიზანი იყოს ხელისუფლების ცვლილება "მაიდნის" სცენარის განხორციელების მცდელობით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა TASS-თან ინტერვიუში, საქართველოზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ დასავლელების მცდელობებს, რომ საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში სიტუაციის ესკალაცია მოახდინონ. არ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერის შექმნის იმედით, მიზანი იყოს ხელისუფლების ცვლილება "მაიდნის" სცენარის განხორციელების მცდელობით“, - განაცხადა მიხაილ გალუზინმა.

გალუზინმა აღნიშნა, რომ აშშ და ევროკავშირის ქვეყნები ბევრ სუვერენულ სახელმწიფოზე ზეწოლას ახორციელებენ.

„ამჯერად დასავლელებმა გადაწყვიტეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვასთან დაკავშირებით საქართველოთი დაკავდნენ, თუმცა თავად აშშ-ში და სხვა მსოფლიოს „უმცირესობის“ ქვეყნებში ამ თემაზე ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტები უკვე არსებობს ან განიხილება. ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის“, „ევროპულ“ და „ევროატლანტიკურ“ ღირებულებებთან შეუსაბამობის შესახებ თვალთმაქცური ბრალდებები მოდიოდა. ასევე, პერსონალური სანქციების გამოყენების მუქარა, საქართველოს „ევროატლანტიკური პერსპექტივების“ დაბლოკვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევისა და ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ასევე, გალუზინი თბილისში, საპროტესტო აქციაზე ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების მისვლას გამოეხმაურა.

„ძნელია ამის სხვაგვარად აღწერა, გარდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევისა. ეს ყველაფერი ნეოკოლონიალური პრაქტიკის საშინელი მაგალითია, ქვეყნებზე საკუთარი ნების თავზე მოხვევისა, რომელთა სუვერენიტეტის შეზღუდვასაც ისინი ცდილობენ.

ჩვენი მხრივ, დაინტერესებული ვართ საქართველოს სტაბილური დემოკრატიული განვითარებით. ამავდროულად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისგან განსხვავებით, სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში არ ვერევით“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია