ხატია დეკანოიძე - არ ვიცი მეილებზე თუ ტელეფონებზე, მაგრამ შეტყობინებები აქვთ - „ქართული ოცნების“ დეპუტატები საუბრობენ ამაზე ერთმანეთში და სწუხან იმაზე, რომ მათი ოჯახის წევრები გამოძევებულები იქნებიან აშშ-დან

არ ვიცი მეილებზე თუ ტელეფონებზე, მაგრამ [ვიზების შეწყვეტასთან დაკავშირებით] შეტყობინებები აქვთ. „ქართული ოცნების“ დეპუტატები საუბრობენ ამაზე ერთმანეთში და სწუხან იმაზე, რომ მათი ოჯახის წევრები გამოძევებულები იქნებიან აშშ-დან, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

დეკანოიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ბევრი ისეთი დეპუტატია, რომელიც „მალავს, რომ მათ ჰყავთ ოჯახის წევრები, ვინც აშშ-ში სწავლობენ ან ცხოვრობენ“.

„ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ კონგრესის და სენატის საკანონმდებლო ინიციატივებთან ერთად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს უფლებამოსილება და ვალდებულება კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ დააწესოს სანქციები, ძალაშია. გუშინ ეს მეთიუ მილერის განცხადებით დადასტურდა, რომელმაც თქვა, რომ ასეთი პაკეტი არსებობს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ყველა ადამიანი მოხვდეს სანქციებში და მოხვდება კიდეც. ეს ეხება სავიზო რეჟიმის შეზღუდვას, ფინანსურ სანქციებს. პირველ ეტაპზე ჩემი ინფორმაციით, ეს არის სავიზო შეზღუდვა. ეს ეხება სხვადასხვა მიმართულებით მათ შორის, ადამიანის უფლებების დამრღვევი კონკრეტული პოლიციის მაღალჩინოსნების სანქციებს. მესმის, რომ ძალიან აღიზიანებთ, პირად შეურაცხყოფაზე გადმოდიან და პროპაგანდისტული გზავნილები და მანქანა აქვთ ჩართული.

რაც შეეხება შეტყობინებებს, სხვათა შორის, არსებობენ “ქართული ოცნების” დეპუტატები, რომლებიც მალავენ, რომ მათ ჰყავთ ოჯახის წევრები, ვინც აშშ-ში სწავლობენ ან ცხოვრობენ. რატომ მალავენ, გულწრფელად რომ გითხრათ, არ მესმის. მათ ზუსტად იციან, რომ ექნებათ და აქვთ ეს შეტყობინება, რომ ძალიან მალე ისინი გამოძევებულები იქნებიან აშშ-დან.

არ ვიცი მეილებზე თუ ტელეფონებზე, მაგრამ [ვიზების შეწყვეტასთან დაკავშირებით] შეტყობინებები აქვთ. “ქართული ოცნების” დეპუტატები საუბრობენ ამაზე ერთმანეთში და სწუხან იმაზე, რომ მათი ოჯახის წევრები გამოძევებულები იქნებიან აშშ-დან”,- განაცხადა დეკანოიძემ.

გარდა ამ თემისა, დეპუტატმა უპასუხა შეკითხვას, დაესწრება თუ არა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ანგარიშის წარდგენას პარლამენტში, რომელიც 28 ივნისსაა დაგეგმილი და აღნიშნა, რომ დასწრების სურვილი არ აქვს.

„დასწრების დიდი სურვილი არ მაქვს. რა ვიცი, ირაკლი კობახიძე 3 წელი აქ იყო და საინტერესო და განსაკუთრებული არაფერი არ უთქვამს.

ვერ გავიგე კობახიძემ რა უნდა წარმოადგინოს, ალბათ ახალი მეორე რუსული კანონი. სრულებით არაა საინტერესო მისი გამოსვლა. არასდროს მას საინტერესო არაფერი უთქვამს პროპაგანდის გარდა”,- აღნიშნა დეპუტატმა.

ამასთან, დეკანოიძემ ისაუბრა ოპოზიციის საერთო საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის შესაძლო წარდგენაზე და აღნიშნა, რომ “რატომაც არა, არავითარი წინააღმდეგობა არ მაქვს. მეტიც, მხარს დავუჭერდი როგორც პრემიერ-მინისტრის კანდიდატსაც”.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი