სერგეი ლავროვი - უკრაინაში ინსტრუქტორის ან დაქირავებულის სტატუსით მყოფი ნებისმიერი ფრანგი ჯარისკაცი რუსეთის ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენს

უკრაინაში ინსტრუქტორის ან დაქირავებულის სტატუსით მყოფი ნებისმიერი ფრანგი ჯარისკაცი რუსეთის ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„რაც შეეხება ფრანგი ინსტრუქტორების საკითხს, მე მაქვს საფუძველი ვიფიქრო და ბევრი კონკრეტული ფაქტი არსებობს, რომ ისინი უკრაინაში უკვე მუშაობენ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან ისინი, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამხედროები თუ უბრალოდ დაქირავებულები, ისინი ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის ლეგიტიმურ სამიზნეებს წარმოადგენენ“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

შეგახსენებთ, სააგენტო Reuters-მა ფრანგ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ შესაძლოა, საფრანგეთმა უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე კვირაში, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს გამოაცხადოს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა