საქმეზე „ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ განმწესრიგებელი სხდომა გაიმართება

საკონსტიტუციო სასამართლოში, 5 ივნისს, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ მთავრობის წინააღმდეგ შეტანელ სარჩელზე სხდომა გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საკნსტიტუციო სასამართლოს სასამართლო ავრცელებს.

„2024 წლის 5 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა, საქმეზე „ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1694).

განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმები, ერთი მხრივ, ადგენს იმ ელექტროსადგურების, რომლებიც არ არის საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი, მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ დაინტერესებული პირის წინადადების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტს, ხოლო, მეორე მხრივ, განსაზღვრავს პროექტის განმახორციელებელ პირზე პროექტის განხორციელების უფლების წარმოშობის მომენტს. სადავო ნორმებით გათვალისწინებულია, აგრეთვე დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი წინადადებების (შესაბამისი დოკუმენტაციის) კონფიდენციალურობის ვალდებულება.

მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმებით დადგენილი წესის საფუძველზე, საზოგადოებას და, მათ შორის, მოსარჩელეს, როგორც საზოგადოების ნაწილს, ეზღუდება ენერგოპროექტის განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეფექტიანი მონაწილეობის უფლება იმ ეტაპზე, როდესაც ჯერ კიდევ არსებობს პროექტის განხორციელებაზე უარის თქმის შესაძლებლობა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტს.

ამავდროულად, მოსარჩელე განმარტავს, რომ დაინტერესებული მხარის მიერ წარდგენილი წინადადებების (შესაბამისი დოკუმენტაციის) კონფიდენციალურობის წესი ზღუდავს გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შემცველ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობას, რაც ეწინააღმდეგება როგორც საჯარო დაწესებულებაში არსებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლებას (საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი), აგრეთვე გარემოს მდგომარეობის შესახებ დროულად სრული ინფორმაციის მიღების უფლებას (საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი).

გარდა ამისა, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ რამდენადაც სადავო რეგულირებები დადგენილია საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით და არ მომხდარა საქართველოს პარლამენტის მიერ საკითხის მოწესრიგების უფლებამოსილების საქართველოს მთავრობისათვის დელეგირება, ისინი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტითა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლებების შეზღუდვის არც ფორმალურ მოთხოვნებს.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს იმ სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და განმწესრიგებელ სხდომაზე ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, რომელიც განსაზღვრავს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციის) კონფიდენციალურობის წესს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის №1/4/757 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმას.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: (ა) „იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №515 დადგენილებით დამტკიცებული წესისა და პირობების პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; (ბ) „იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №515 დადგენილებით დამტკიცებული წესისა და პირობების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024