ვანო ჩხიკვაძე - მივესალმებით ცოტა ხნის წინ დაინიცირებულ კანონპროექტს, MEGOBARI Act-ს, იმედი მაქვს, რომ ეს კანონპროექტი მალე იქნება მიღებული და ამოქმედდება - ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა თავის მომავალს ევროპაში ხედავს

მივესალმებით ცოტა ხნის წინ დაინიცირებულ კანონპროექტს, MEGOBARI Act-ს, და გულწრფელი იმედი მაქვს, რომ ეს კანონპროექტი მალე იქნება მიღებული და მალე ამოქმედდება, - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე ფონდ „ღია საზოგადოების” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა, ვანო ჩხიკვაძემ განაცხადა.

„მაშინ, როდესაც ქართველი ხალხის ხმა გაიგონეს აქ, ვაშინგტონში, და ევროკავშირის დედაქალაქებში, ის ვერ გაიგო მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ”. ხალხის ნების საწინააღმდეგოდ საქართველოს ოფიციალურმა პირებმა საქართველოსა და დასავლეთს შორის კედელს აღმართავენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონით. კანონი სრულიად გააქრობს კრიტიკულ ხმებს და ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებას გაანადგურებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩვენი მეგობრების გულუხვი დახმარებით აშენდა წლების განმავლობაში, მათ შორის USAID-ის მეშვეობით. კანონი ეწინააღმდეგება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას, რომელიც დამოუკიდებელი მედიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ობიექტური ახალი ამბებისა და ინფორმაციისადმი წვდომის გაძლიერებას ისახავს მიზნად…

ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა თავის მომავალს ევროპაში ხედავს, ჩვენს დასავლელ მეგობრებთან ერთად. საქართველოს ისტორია აჩვენებს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ჩვენი ცხოვრების ნაწილია… ვიაზრებთ, რომ მარტონი არ ვართ ამ ბრძოლაში, ვინაიდან ვხედავთ და ვაფასებთ, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები და მოკავშირეები ჩვენთან ერთად დგანან. ამ მხრივ, მივესალმებით ცოტა ხნის წინ დაინიცირებულ კანონპროექტს, MEGOBARI Act-ის, და გულწრფელი იმედი მაქვს, რომ ეს კანონპროექტი მალე იქნება მიღებული და მალე ამოქმედდება”, - განაცხადა ჩხიკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს