უილიამ კორტნი - ურთიერთობები უარესისკენ წავა თუ „ქართული ოცნება” ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებს, მიზნობრივმა სანქციებმა შესაძლოა საფასური გაზარდოს სამომავლო რეპრესიული ზომებისთვის ივანიშვილისთვის და „ოცნებისთვის”

ურთიერთობები უარესისკენ წავა თუ „ქართული ოცნება” ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებს, მიზნობრივმა სანქციებმა შესაძლოა საფასური გაზარდოს ივანიშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვის” სამომავლო რეპრესიული ზომებისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენაზე საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, უილიამ კორტნიმ განაცხადა.

„ბოლო წლებში „ქართულმა ოცნებამ” უფრო პრო-რუსული და ანტი-დემოკრატიული კურსი აირჩია. ცოტა ხნის წინ მიღებულმა კანონმა საქართველო შეიძლება „გადასახადების თავშესაფრად” აქციოს „შავი ფულისთვის“. „უცხოური აგენტების კანონმა”, რომელიც რეპრესიულ რუსული კანონზე დაყრდნობით შეიქმნა, დამოუკიდებლობის შემდეგ უდიდესი საჯარო პროტესტი გამოიწვია. „ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა ბოროტად გამოიყენოს კანონი, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს. „გერმანიის მარშალის ფონდის” მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიში პოლიტიკურ ძალადობას წინასწარმეტყველებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში. თითქოს სამი ათწლეულის განმავლობაში ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობა აშშ-საქართველოს ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენდა, ახლა, პერსპექტივები ქრება.

აშშ-მა უფრო მკაცრი სავიზო პოლიტიკა გამოაცხადა მათთვის, ვინც სამოქალაქო საზოგადოებას ახშობს. ურთიერთობები უარესისკენ წავა თუ “ქართული ოცნება” ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებს. როგორც რუსეთში, მთავრობამ შეიძლება წვდომა აუკრძალოს დამოუკიდებელ საარჩევნო დამკვირვებლებს, აკრძალოს რეკლამა და [არჩევნებზე] კანდიდატები არ დაუშვას. “ქართულმა ოცნებამ” რუსეთს სხვა გზითაც შეიძლება მიბაძოს - მან შეიძლება აკრძალოს ორგანიზაციები, რომლებსაც “არასასურველად” მიიჩნევს. ივანიშვილი იმუქრება, რომ სააკაშვილის პარტია “მკაცრად დაისჯება ყველა მათი დანაშაულისთვის”. ეს საჩვენებელ პროცესებზე მიანიშნებს. მიზნობრივმა სანქციებმა შესაძლოა საფასური გაზარდოს ივანიშვილისთვის და “ქართული ოცნებისთვის” სამომავლო რეპრესიული ზომებისთვის. აშშ-მა შესაძლოა მეტი პიროვნება განსაზღვროს როგორც “სპეციალურად განსაზღვრული პირი” (Specially designated national), დაბლოკოს მათი აქტივები და ამერიკელებს მათთან საქმის წარმოება აუკრძალოს. კოორდინირებული ამერიკული და ევროპული ზომები საუკეთესოა. ევროკავშირის ბერკეტი განსაკუთრებულია. გერმანია ამბობს, რომ ევროკავშირი არ დაიწყებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს მანამ, სანამ “უცხოური აგენტების” კანონი ძალაშია”, - განაცხადა კორტნიმ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის