ბექა ოდიშარია - თვალს ვადევნებდი კონგრესში მოსმენას და დილამდე ყურში ჩამესმოდა: „ჰა, შენ კიკუ, თუმანი და გაიხადე“ - გაიხადეს სულგაყიდულმა ადამიანებმა, რომლებიც ითხოვენ საქართველოს, საკუთარი თანამემამულეების დასანქცირებას

მთელი ღამის განმავლობაში თვალს ვადევნებდი ამ მოსმენას [კონგრესში] და შემდეგ დილამდე ყურში ჩამესმოდა: „ჰა, შენ კიკუ, თუმანი და გაიხადე“ და გაიხადეს ამ სულგაყიდულმა ადამიანებმა, რომლებიც კვლავ ითხოვენ საქართველოს, საკუთარი თანამემამულეების დასანქცირებას , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საზოგადოება ჯერ უნდა დაელოდოს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლას და თუ ის ქვეყანას დააქცევს, მაშინ „დაასანქცირონ ან დახვრიტონ“ ხელისუფლების წარმომადგენლები.

„კონგრესმენებს მინდა ვაცნობო, რომ მთელი საქართველო ფრუსტრირებულია, რადგან გუშინდელი სხდომის მიმდინარეობისას ვერ იქნა შესმენილი ვერცერთი მეგობრული რჩევა. სამაგიეროდ, მადლობა მინდა გადავუხადო ქართველი ხალხის და ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, რადგან აჩვენა, როგორ ყიდიან სულს „ენჯეოები“ რის შესახებაც ყოველდღიურად ვამცნობთ საზოგადოებას. ეს იყო პირდაპირი ტრანსლაცია. მთელი ღამის განმავლობაში თვალს ვადევნებდი ამ მოსმენას და შემდეგ დილამდე ყურში ჩამესმოდა „ჰა, შენ კიკუ, თუმანი და გაიხადე“ და გაიხადეს ამ სულგაყიდულმა ადამიანებმა, რომლებიც კვლავ ითხოვენ საქართველოს, საკუთარი თანამემამულეების დასანქცირებას. სად არის სამართლიანობის პრინციპები და მორალი, როდესაც ითხოვ, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ მოვალეობას ასრულებს, პარლამენტის წევრი კანონს იღებს, დაასანქცირო? შემდეგ - სად გაგონილა ავანსად დასანქცირება? თქვე კაი ხალხო, თუ გავარდნილი თოფივით არ გეშინიათ ამ კანონის, აცადეთ ძალაში შესვლა, იქნებ და აშენებს ქვეყანას? თუ აქცევს საქართველოს და დემოკრატიას და მართლაც უკუსვლას იწვევს, მაშინ გნებავთ დაგვასანქცირეთ, გნებავთ დაგვხვრიტეთ“, - განაცხადა ოდიშარიამ.

ამასთან, ოდიშარიას მიმართავს კონგრესმენებს და ამბობს, რომ მათი პირდაპირი ვალდებულებაა, პირველ რიგში, აშშ-ის რიგითი მოქალაქის დაცვაა.

„მინდა მივმართო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, ძვირფას კონგრესმენებს - თქვენი პირდაპირი ვალდებულებაა, დაიცვათ პირველ რიგში აშშ-ის რიგითი მოქალაქე, თქვენ კი ცდილობთ ჩვენთან დემოკრატია დაიცვათ. მაშინ მივმართავ ამერიკის გადასახადების გადამხდელებს - ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ თქვენი შრომით და ოფლით მოპოვებული ფული, რომელიც სხვადასხვა დონორის მხრიდან „გამჭვირვალედ“ მიედინება საქართველოში მოღვაწე „ენჯეოებში“, სადაც იხვრება ისე, როგორც ბეღელში ხრავენ ხორბალს ვირთხები. ამიტომ „ქართული ოცნება“ და დღევანდელი პოლიტიკური ხელისუფლება დგას თქვენი გადასახადით შექმნილი დოვლათის დაცვაზე, მაგრამ ადამიანები რატომღაც ახერხებენ და ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში.

მთელი ღამე მესმოდა უკვდავი ჭაბუა ამირეჯიბის დიდი რომანის, დათა თუთაშხიას მძიმე მომენტი, სადაც გმირი მეორე პერსონაჟს ეუბნება, „კიკუ - გაიხადე“, საბოლოო ჯამში ის იხდის. კიკუმ გაცილებით დიდი წინააღმდეგობა გაუწია იმ ვაჟბატონებს, ვიდრე ამ ვაჟბატონებმა და ქალბატონებმა სამშობლოს ღალატს“, - განაცხადა ოდიშარიამ და დასძინა:

"ვეუბნები საბანაძეს - ჩვენ რომ გვექლესებოდა, მანამდე სააკაშვილს ექლესებოდა, ახლა კი გახარიას ექლესება, ასეთი ნაძირალების ხელში მიხეილ სააკაშვილი შემეცოდა და ჰიპოთეტურად მოვითხოვდი, რომ ერთი დღით მაინც გამოუშვან, ნატალია საბანაძეს ჩაახედონ თვალებში".

ოდიშარიამ ასევე ახსენა კონგრესში ფონდ „ღია საზოგადოების” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის გამოსვლაც.

მისი თქმით, თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამოქმედების შემდეგ საქართველოში იქნება უკუსვლა, ქართველი ხალხი აგებინებს პასუხს “ქართულ ოცნებას“, სხვა შემთხვევაში პასუხი მათ უნდა აგონ, ვინც ხელისუფლებას წამებს ცილს.

„ეს ნაძირალა, მეორე ფინია [ვანო ჩხიკვაძე], სოროსის ხელის გულიდან ნასაზრდოები, გოჭუნია, რომელიც ცდილობდა თავის გამოჩენას, სამშობლოს და თანამემამულეების დაბეზღებას, რათა არ შეუწყდეს ეს ბეჩავი, მწარე საზრდო, რომელიც მას და მის ოჯახს ადგას. ჩვენ კი ამდენი თვეა ვირჯებით, შეურაცხყოფას ვიტანთ და ვითხოვთ მხოლოდ ერთს: გვაცადეთ, რომ ვნახოთ კანონი მოქმედებაში. რა არის ამაში გაუგებარი? თუ იქნება უკუსვლა, თუ რაიმეთი დააზიანებს ეს დემოკრატიულ პროცესს, ჩვენ თვითონ მოვითხოვთ, რომ ქართველმა ხალხმა პასუხი გვაგებინოს. სხვა შემთხვევაში, ვინც ცილს გვწამებს, მათ უნდა აგონ უმკაცრესი პასუხი ქართველი ხალხის წინაშე, რადგან ამდენი ხანი უშლიან ნერვებს, თვითონ კიდევ დასივებულები არიან. თვითონ მაქვს ნანახი, როგორ ცხოვრობდნენ ფუფუნებაში ერთი ელჩობისას, მეორე სოროსის ფონდის აგენტობისას“,- განაცხადა ოდიშარიამ.

ლევან იოსელიანი - სამწუხაროა, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის მასშტაბით, ისევ მეორე ადგილზეა - ქვეყანაში 9 500 პატიმარია, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია, მისი შემცირება შესაძლებელია
პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი