შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ვნახეთ ორი მოღალატე და არცერთი მეგობარი - ჩვენ ვნახეთ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები, რომლებიც სამშობლოს ასმენენ სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში

ძალიან მძიმე სანახაობა იყო - ჩვენ ვნახეთ ორი მოღალატე და არც ერთი მეგობარი. ეს არის საბოლოო დასკვნა რაც შეგვიძლია გამოვიტანოთ გუშინდელი განხილვიდან. ჩვენ ვნახეთ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს ასმენენ სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში და რომლებმაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს დაკითხვის დროს სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს,- ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ჰელსინკის კომისიის“ განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მან ნატალი საბანაძეს და ვანო ჩხიკვაძეს, რომლებმაც კონგრესის განხილვაში მიიღეს მონაწილეობა სერგო ორჯონიკიძეები უწოდა, რომლებსაც, პაპუაშვილის შეფასებით, სურთ, საქართველოში სანქციებს შემოუძღვნენ.

„ამაზე დიდი სირცხვილი რა შეიძლება ადამიანს შეეყაროს, არ ვიცი. ჩვენ ასეთი შემთხვევები ვიცით ისტორიიდან და მაშინ ჩუმად ჩადიოდნენ სხვა გავლენიანი ქვეყნების დედაქალაქებში, სახეს იმალავდნენ, ღამით გადაადგილდებოდნენ, ჩუმად ჩაიპარებოდნენ, რომ რამენაირად საკუთარი ქვეყანა დაებეზღებინათ სხვა ქვეყნის მმართველებთან და მიეღოთ მხარდაჭერა იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის წინაშე გაელაშქრათ. დღეს, 21-ე საუკუნეში, ეს ყველაფერი, ვხედავთ, რომ ღია ეთერში ხდება და ეს, რა თქმა უნდა, დარჩება ისტორიაში, როგორც უდიდესი ღალატის შემთხვევა. სერგო ორჯონიკიძეებს - ამ ხალხს ჩვენ ადრეც ვეძახდით, მაგრამ დღეს პირდაპირ დაგვანახეს ამით, რომ მათი სრული ბუნება არის სერგო ორჯონიკიძის - როგორც ის შემოუძღვა მეთერთმეტე არმიას საქართველოში, ასე უნდათ, შემოუძღვნენ საქართველოში სანქციებს თუ რაღაც დასჯებს და ამისთვის ჩადიან სხვა ქვეყნის დედაქალაქში, რომ საკუთარი ქვეყანა დააბეზღონ, მოითხოვონ საკუთარი ოპონენტების შვილების დასჯა. ალბათ, ისტორიაში რომ ვკითხულობდით, მაშინ გვახსოვს, რა ემოციები გვქონდა იმ შემთხვევებზე, რომლებიც საუკუნეების წინ მოხდა და ეს ხდება დღეს, ჩვენს თვალწინ, პირდაპირ ეთერში - ორი ადამიანი, რომელიც ღალატობს საკუთარ ქვეყანას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მსჯელობაში, რომელიც საქართველოში არსებულ ვითარებას შეეხებოდა, მონაწილეობა ფონდ "ღია საზოგადოების" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ივანე ჩხიკვაძემ და საქართველოს ყოფილმა ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძემ მიიღეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება