ჩარგლის ქუჩაზე ავარიული კორპუსი ახლით ჩანაცვლდება

თბილისის მერიის ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი ობიექტი ჩანაცვლდება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩაზე მძიმედ ავარიული ორსართულიანი კორპუსის დემონტაჟი განხორციელდება და მის ადგილზე 12-სართულიანი, თანამედროვე კორპუსი აშენდება.

სხდომაზე დედაქალაქის მერმა აღნიშნული ავარიული შენობისა და ალტერნატიული კორპუსის ვიზუალური მასალაც წარადგინა.

„კორპუსი იყო უმძიმეს მდგომარეობაში, საცხოვრებლად უვარგისი და უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. აქ 10 ოჯახი ცხოვრობდა, რომელთა გაყვანა მოხდება, ქირით კი უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი. აშენდება ახალი, თანამედროვე პროექტი ქართული დიზაინით, რაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, რომლებსაც გადაეცემათ გარემონტებული ფართები. არქიტექტურული პროექტის მომზადებისთვის შესაბამისი სამუშაოები უკვე შევისყიდეთ, ახლა კი გამარჯვებული კომპანია ამზადებს ექსპერტიზას და მშენებლობისთვის აუცილებელი დოკუმენტების სრულ პაკეტს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე შესაბამისი სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება და გამარჯვებული კომპანიაც გამოვლინდება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის