შალვა პაპუაშვილი - კანონი ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ არის ყველაზე სახალხო კანონი, რომელსაც მოსახლეობის მხრიდან აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს

კანონი ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ არის ყველაზე სახალხო კანონი, რომელსაც მოსახლეობის მხრიდან აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ მხარდაჭერა ჩვენ გუშინაც ვნახეთ ხალხის მხრიდან და რა თქმა უნდა, პარლამენტი ამ მხარდაჭერით და ლეგიტიმაციით დაიწყებს კანონპროექტის განხილვას.

„დღეს გასაჯაროვდა მთლიანად პაკეტი, ყველას შეუძლია გაეცნოს ამ პაკეტს, ვიდრე ბიუროზე გამოვა. გუშინდელი რეაქციებიდანაც ვნახეთ ორი რამ. ერთი, ოპოზიცია, როგორც ნახეთ, დაბნეულია და მათგან რეაქცია არ გვაქვს. როგორც ჩანს, ელოდებიან მითითებას გარედან. ისევე როგორც გამჭვირვალობის კანონის პროექტის დროს იყო,თავდაპირველად ჩუმად იყვნენ და გარედან მითითების მიღების შემდეგ დაიწყეს ხმაური. ახლაც, როგორც ჩანს, გარედან ელოდებიან, რა მითითება ექნებათ.

რაც შეეხება თავად პაკეტს, 17 მაისს უკვე შედგა სახალხო რეფერენდუმი და მას აქვს სახალხო მხარდაჭერა. თუკი გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი, ეს კანონი იქნება ყველაზე სახალხო კანონი. ეს მხარდაჭერა ჩვენ გუშინაც ვნახეთ ხალხის მხრიდან და რა თქმა უნდა, პარლამენტი ამ მხარდაჭერით და ლეგიტიმაციით დაიწყებს კანონპროექტის განხილვას. რაც შეეხება სპეკულაციებს, ბევრი ვერც ვერაფერი ვნახე, რადგან უჭირთ რაიმე არგუმენტის წარმოდგენა ამ პაკეტთან აკავშირებდათ. ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის ყველაზე სახალხო კანონი, რომელსაც აქვს აბსოლუტური მხარდაჭერა ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან”, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის