საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ღვინის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი მეთოდის შესამუშავებლად კვლევას ატარებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დოქტორანტი ლევან ელიაშვილი, ღვინის ფალსიფიკაციასთან ბრძოლის მიზნით, მასში შემავალ ცალკეულ ორგანულ ნაერთებში, ნახშირბადისა და აზოტის სტაბილურ იზოტოპთა განსაზღვრის ახალი მეთოდების დანერგვაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, თემის - „ღვინის ფალსიფიკაციასთან ბრძოლის მიზნით, მასში შემავალ ცალკეულ ორგანულ ნაერთებში, ნახშირბადისა და აზოტის სტაბილურ იზოტოპთა განსაზღვრის ახალი მეთოდების დამუშავება”, ფარგლებში დოქტორანტმა დაამუშავა აზოტისა და ნახშირბადის სტაბილურ იზოტოპთა განსაზღვრის მეთოდები იმ ნაერთებისთვის, რომელსაც ღვინო შეიცავს.

როგორც ლევან ელიაშვილი აცხადებს, კვლევისას შერჩეულ იქნა რამდენიმე ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო და მათში არსებულ ორგანულ მჟავებსა და ნახშირწყლებში შეფასდა ნახშირბად-13-ის იზოტოპის გავრცელება. ასევე, დამუშავდა ამინომჟავებში აზოტ-15-ის იზოტოპის განსაზღვრის მეთოდები, რათა იგი შემდგომში ღვინისთვის იქნას გამოყენებული, რაც არის ახალი მიდგომა აზოტშემცველ ნაერთებში აზოტ-15-ის იზოტოპის ატომური წილის განსაზღვრისთვის. მეთოდი შესაზლებლობას იძლევა იზოტოპური კონცენტრაცია განისაზღვროს არა მხოლოდ მთლიან მოლეკულაში, არამედ, ცალკეულ აზოტურ ცენტრებში.

„ქართული ღვინო ყოველთვის ამბობდა თავის სიტყვას მსოფლიო ასპარეზზე, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში წარმოებული ღვინო აკმაყოფილებდეს ხარისხის მოთხოვნებს. ამ მოთხოვნათა ნორმები არ გამორიცხავს ფალსიფიკაციას, კერძოდ, შესაძლებელია ღვინო აკმაყოფილებდეს მასში ძირითადი პარამეტრების ნორმებს, მაგრამ იყოს ფალსიფიცირებული, ამის დადგენა კი ატომურ (იზოტოპურ) დონეზე შესაძლებელია. ამდენად, თუ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს შევისწავლით იზოტოპურად, შეუძლებელი გახდება მათი ფალსიფიკაცია. ვფიქრობ, თემის ფარგლებში ჩატარებული კვლევა, დაინტერესებულ პირებს მისცემს საშუალებას გაეცნონ იზოტოპური ანალიზის თავისებურებებს, ამა თუ იმ ნაერთის ფრაგმენტაციის ხასიათს და სპექტრის გაშიფრვას. კვლევამ დაადასტურა, რომ იზოტოპური ანალიზები ერთ-ერთი საუკეთესო ტექნიკაა ღვინის აუთენტიფიკაციისთვის“, - აცხადებს ლევან ელიაშვილი.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი