ირაკლი კობახიძე - ქართველი ხალხის დასჯას ვერავინ გაბედავს

ქართველი ხალხის დასჯას ვერავინ გაბედავს. ქართველ ხალხს ვერავინ დასჯის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, „რას ეტყვის ქართველ ხალხს, რომელსაც შეიძლება ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაცია გაუუქმოს“.

პრემიერის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლები ამ დრომდე აცხადებდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი არა საქართველოს ხელისუფლებას, არამედ ქართველ ხალხს მიანიჭეს და „ასეთ დროს რომ ვინმემ ქართველ ხალხს ჩამოართვას კანდიდატის სტატუსი, ეს ხომ სასაცილოა!“

„საუბრობენ კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე, თვითონ საუბრობდნენ ამდენი ხნის განმავლობაში, რომ კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს ქართველ ხალხს, არა ხელისუფლებას, არამედ ქართველ ხალხს. ასეთ დროს რომ ვინმემ ქართველ ხალხს ჩამოართვას კანდიდატის სტატუსი, ეს ხომ სასაცილოა!

ჩვენ არაფრით არ ვვაჭრობთ. ქართველი ხალხი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, კანონს გამჭვირვალობის შესახებ! 60%-ზე მეტი საქართველოს მოსახლეობის, მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და გამჭვირვალობის შესახებ კანონს. ბევრად მეტი ადამიანი გამოვიდა ჩვენს აქციაზე. პოლიტიკური უმცირესობა არის რაღაცების წინააღმდეგი, მაგრამ ამ ქვეყანაში არის პოლიტიკური უმრავლესობა, საზოგადოების უმრავლესობა, რომელიც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და კანონს გამჭვირვალობის შესახებ. დღეს 582 ოჯახს გადავეცით ბინა, ამას უჭერს ქართველი ხალხი მხარს და ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. რასაც თქვენი პარტია [ნაციონალური მოძრაობა] აკეთებს, ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ამ ქვეყანას არ ჰქონდეს ევროპული მომავალი“, - განაცხადა კობახიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს