უკრაინის საგარეო უწყება „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ გლობალური სამშვიდობო სამიტი მომავალ კვირას შვეიცარიაში გაიმართება, სადაც „ყველა ქვეყანამ, რომელიც მშვიდობის აღდგენისთვის გულწრფელად ისწრაფვის, მისი წარმატებისთვის ერთად უნდა იმუშაოს და ძალისხმევა სამიტისთვის ძირის გამოსათხრელად არ უნდა მიმართოს“.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლის სამიტში მონაწილეობა შეიძლება კარგი შესაძლებლობა იყოს უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში პრაქტიკული წვლილის შეტანისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ჩინეთი „მშვიდობისთვის მთელი ძალით ბრძოლის მზადყოფნას“ და მსოფლიოს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემას „სამართლიანად აცხადებს“.

ცნობისთვის, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ თურქ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩინეთისა და ბრაზილიის „სამშვიდობო გეგმას“ მხარს 26 ქვეყანა უჭერს და უკრაინამ და რუსეთმა ცალ-ცალკე ამ გეგმის პრინციპების „შინაარსის უმეტესი ნაწილი დაადასტურეს“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება