შალვა პაპუაშვილი - 26 ოქტომბერს ერთ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ და მეორე მხარეს „შულავერის კომიტეტის“ წევრები

26 ოქტომბერს ერთ მხარეს იქნება „ქართული ოცნება" და მეორე მხარეს შულავერის კომიტეტის წევრები, 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეების სია , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა

მისივე თით, ომის და ღალატის ქარტიას საქართველოში წარმატების შანსი არასდროს ჰქონია და არც ექნება.

"26 ოქტომბერს იქნება ორი ფლანგი მხოლოდ და არჩევანი იქნება ორი: ერთ მხარეს იქნება "ქართული ოცნება“ , ქართველი ხალხი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოლიტიკა, მეორე მხარეს იქნებიან „შულავერის კომიტეტის“ წევრები, 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეების სია, რომელიც არის ის ხალხი, რომლებიც უცხო ქვეყანაში ჩადიან და ჩვენებას აძლევენ საკუთარი ქვეყნის წინაშე. ამიტომ აქ არჩევანი არის ძალიან მარტივი. სახელები რა ერქმევა, ფორმა, სახეები, ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ვიცით რა იქნება მეორე ფლანგის ბუნება. იქნება პოლიტიკური ერთობა, რომელიც საქართველოში მარიონეტული რეჟიმის დამყარებას შეეცდება", - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება