შალვა პაპუაშვილი - ამერიკელ ხალხს 30 წელია ვაჩვენებთ მეგობრობას და გვერდში დგომას, მათ შორის საერთაშორისო მისიებში - ამის საპასუხოდ, ვხედავთ საქართველოს ასეთი დამცირების მცდელობას, ეს არის, რა თქმა უნდა, სამწუხარო

სამწუხაროდ, კონგრესში ანტიქართული განცხადებების ნიაღვარი ვნახეთ. ამერიკელ ხალხს 30 წელია ვაჩვენებთ მეგობრობას და გვერდში დგომას. ამერიკელი ხალხისთვის ბევრი გვაქვს გაკეთებული და ქართველი ხალხი გვერდში დაუდგა, მათ შორის საერთაშორისო მისიებში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „მაშინ, როდესაც ნატო-ს ბევრი წევრი ქვეყნის წარმომადგენლები ავღანეთში შტაბიდან ცხვირს არ ყოფდნენ გარეთ, ქართველი ჯარისკაცები, ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად წინა ხაზზე იბრძოდნენ“.

„ამის საპასუხოდ, ვხედავთ საქართველოს ასეთი დამცირების მცდელობას, ეს არის, რა თქმა უნდა, სამწუხარო. სამწუხაროა, როცა ვხედავთ, დეზინფორმაციას მიხეილ სააკაშვილთან, არჩევნებთან დაკავშირებით, როდესაც ვხედავთ, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ცდილობენ, დაამცირონ საკუთარი სამშობლო უცხო ქვეყანაში მისი დასმენით და მისი გასამართლების პროცესის მოწყობით.

ზუსტად ეს ხალხი, „ენჯეოები“ და ოპოზიცია იყვნენ შეკრულნი მაშინ საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც გააყალბეს პარალელური დათვლის შედეგები და შეგახსენებთ, ამის შესახებ იცოდა დონორმა და უმალავდა ქართველ ხალხს და ხელისუფლებას, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი. გვიმალავდნენ, როგორც „ენჯეო“, ისე მისი დონორი. ასევე შეგახსენებთ, ბიულეტენებს და სხვა. შეგახსენებთ, 4 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფის პირველ დასკვნას, რომელმაც შეაფასა 2020 არჩევნები ყველაზე არადემოკრატიულ არჩევნებად და მათი განცხადება, სადაც, თუ არ ვცდები, სამი თუ ოთხი პუნქტი იყო და ყველა იყო ტყუილი. PVT იყო ტყუილი, თითქოს გვიან გამოქვეყნდა შედეგები, თითქოს, რვა პროცენტზე მეტობა იყო და ამ ყველაფერს აკეთებდნენ „ენჯეოები“ და დუმდნენ მათი დამფინანსებლები, რომლებმაც მაშინ წაახალისა არჩევნების შედეგებზე ყალბი დასკვნების დადება. ის, რომ PVT-ს შედეგები იყო მცდარი, მათ შორის იცოდა USAID-მა და გვიმალავდა, როგორც ხელისუფლებას, ისე ქართველ ხალხს. პირადად მქონდა შეხვედრა USAID-ის წარმომადგენელთან და მან პირდაპირ მოგვატყუა, რომ ყველაფერი იყო სწორი და არაფერი შეცდომა არ იყო და შემდეგ, სამ დღეში აღიარა ISFED-მა, რომ ავრცელებდა ყალბ ინფორმაციას PVT-თან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო