მიხეილ დაუშვილი - ნატა საბანაძე იყო მრჩეველი, მაგრამ ჩვენი პარტიის წევრი არასდროს ყოფილა, მის განცხადებებს კი ვიზიარებ - სამწუხაროდ, „ოცნებამ“ დემოკრატია გაანადგურა

ნატა საბანაძე იყო მრჩეველი, მაგრამ ჩვენი პარტიის წევრი არასდროს ყოფილა - მის განცხადებებს ვიზიარებ. სამწუხაროდ, "ოცნებამ" დემოკრატია გაანადგურა, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც კონგრესში ნატა საბანაძის სიტყვით გამოსვლა შეაფასა.

მისი თქმით, სანქციებთან და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნატა საბანაძის განცხადებებს ეთანხმება.

როგორც დაუშვილი აღნიშნავს, "ქართული ოცნება" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ნატა საბანაძეს ათას სიბინძურეს აბრალებს, რადგან სიმართლე ორივე მხარისთვის მწარეა.

"თუ სანქციები იქნება გამოყენებული, ეს უნდა იყოს მაქსიმალურ წერტილოვანი, მაქსიმალურად ინდივიდუალური, იმიტომ, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს ჩვენს მოქალაქეებს. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს თქვა ქალბატონმა ნატამაც. შეიძლება სხვა აზრი გქონდეს და ვინმე ვამბობდეთ, რომ ქვეყანა დაასანქცირონ? ეგ ხომ შეუძლებელია. რა თქმა უნდა, თუ სანქცია იქნება გამოყენებული, ეს უნდა იყოს პერსონალური.

აბსოლუტურად ვეთანხმები, განმარტებაც მან გააკეთა მიშა სააკაშვილთან დაკავშირებით. რა ნაწილში შეიძლება არ დაეთანხმო? დააკვირდეთ, დღეს რა ხდება ნატა საბანაძის მიმართ, აქეთა მხარეს დგას "ოცნება" და ათას სიბინძურეს აბრალებს ამ ადამიანს, იქით მხარეს დგას "ნაცმოძრაობა" და ასევე ათას სიბინძურეს აბრალებს ამ ადამიანს. როგორი ერთნაირები არიან შეხედეთ უბრალოდ. არც ერთს მოსწონდა მისი საუბარი, არც მეორეს, იმიტომ, რომ მწარეა სიმართლე. ორივესთვის მწარეა, ამიტომ ერთიც თავს ესხმის და მეორეც. ამ ადამიანმა რაც ისაუბრა გუშინ, ეგრე არის - სიმართლე არის," - განაცხადა დაუშვილმა.

ცნობისთვის, ნატალია საბანაძემ კონგრესში, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე მიწვეული იყო ე.წ. მოწმის სახით, როგორც ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი, განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ანტილიბერალურ, ანტიდასავლურ აჯანყებას შეუერთდა, რომლის სათავეშიც რუსეთია. მისი თქმით, არსებობს დასჯის ზომები, მაგალითად, სანქციები, რომლებიც მიზნობრივი უნდა იყოს.

"არსებობს დასჯის ზომები, მაგალითად სანქციები, რომლებიც, ვფიქრობ, მიზნობრივი უნდა იყოს და პიროვნებებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა, ეს მოიცავს ვიზის აკრძალვებს, ეს მოიცავს ფინანსურ სანქციებს", - განაცხადა საბანაძემ.

გარდა ამისა, მან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სააკაშვილის პარტიის მხარდაჭერა 10-დან 15 პროცენტამდე მერყეობს.

მიხეილ სააკაშვილის პარტიის მხარდაჭერა 10-დან 15 პროცენტამდეა და მისი მხარდაჭერაც ამით შეიძლება, შევაფასოთ. იგი ციხეში არა და, საავადმყოფოში იმყოფება. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ნატალია საბანაძემ.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ