შალვა პაპუაშვილი - ვისურვებდი, ევროკავშირის ელჩისგან მოგვესმინა განცხადება, რომ ევროკავშირი მზად არის, გაასაჯაროოს ფინანსები, რომ ევროპის დემოკრატიული ფონდი აღარ იმოქმედებდა ფარულად, სპეცსამსახურის მეთოდებით საქართველოში

როდესაც წარმოადგენ ევროკავშირს, რომლის ფულიც აქ ფარულად იხარჯება, პირველი პასუხისმგებლობა არის, რომ ამის გამჭვირვალობა უზრუნველყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი განცხადებით, დღეს ევროკავშირის ფულის ნაწილი საქართველოში პოლიტიკური მიზნებისთვის იხარჯება.

„მე ვისურვებდი, რომ ევროკავშირის ელჩისგან მოგვესმინა განცხადება, რომ ევროკავშირი მზად არის, გაასაჯაროოს ფინანსები, რომლებიც ევროკავშირიდან შემოედინება საქართველოში, რომ ევროპის დემოკრატიული ფონდი აღარ იმოქმედებდა ფარულად, სპეცსამსახურის მეთოდებით საქართველოში. ვისურვებდი, მისგან მომესმინა განცხადება, სადაც ევროკავშირი პასუხისმგებლობას აიღებდა საკუთარი მოქალაქეების ფულის ხარჯვაზე საქართველოში.სამწუხაროდ, დღეს ევროკავშირის ფულის ნაწილი ფარულად იხარჯება საქართველოში, პოლიტიკური მიზნებით რადიკალიზაციისა და ტერორის დასაფინანსებლად. ჩვენ ვხედავთ, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან ევროკავშირის ფულით, დღეს დაკავებულები არიან ტერორით, პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ მუქარით, სატელეფონო ზარებით, დახვედრებით, რაც არის ლიბერალური ფაშისტური სტილი. მე მინდა, მოვისმინო ის, რაც ქართველ ხალხს სურს, რომ მოისმინოს. როდესაც წარმოადგენ ევროკავშირს, რომლის ფულიც აქ ფარულად იხარჯება, პირველი პასუხისმგებლობა არის, რომ ამის გამჭვირვალობა უზრუნველყო. სხვა ყველანაირი განცხადება არის გაღმა შედავების სტილი იმისთვის, რომ მერე გამოღმა ვინმეს არ შეედავონ გაუმჭვირვალობაზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი შეფასებით, თუ მიდგომა არის ასეთი, რომ ქართველი ხალხი უნდა დაისაჯოს მისი სურვილის გამო, იცოდეს, რაში იხარჯება ევროკავშირის ფული, მაშინ ეს ღიად უნდა ითქვას.

„ითქვას, რომ ეს არის ქართველი ხალხის დასჯა იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა გაბედა და თავის ქვეყანაში მოითხოვა უცხო ფულის გამჭვირვალობა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება