ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საქართველოს ხელისუფლების მიმართულების ცვლილების სიმბოლოს წარმოადგენს

კანონი საქართველოს ხელისუფლების მიმართულების ცვლილების სიმბოლოს წარმოადგენს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ The Foreign Desk-თან ინტერვიუში განაცხადა.

მარგუს ცაჰკნამ აღნიშნა, რომ ლიეტუველ, ლატვიელ და ისლანდიელ კოლეგებთან ერთად საქართველოში ჩასვლა მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირისა და თანამოაზრე სახელმწიფოების პოზიციების ასახსნელად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და იმ მიმართულების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ ამ კანონის დამტკიცების გადაწყვეტილებით მიიღო.

„ეს კანონი არის ის, რაზეც შარშან შევთანხმდით, რომ საქართველოს მთავრობა მას გაიწვევდა და საქართველოს მთავრობამ პირობა დადო, რომ ისინი ამ კანონს „უცხოური აგენტების შესახებ“, რომელსაც საქართველოში ასევე, „რუსული კანონი“ ჰქვია, არ დაუბრუნდებოდნენ. მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ეს შეთანხმება დაარღვიეს და გადაწყვიტეს წასულიყვნენ არა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, არამედ პირიქით. ჩვენ იქ ჩავედით იმის ასახსნელად, რომ ამ გადაწყვეტილებებს ევროკავშირის მხრიდან რეაქცია მოჰყვება, მაგრამ საქმე მხოლოდ კანონს არ ეხება, კანონი საქართველოს ხელისუფლების მიმართულების ცვლილების სიმბოლოს წარმოადგენს. ამას ქუჩებში ვხედავთ, სადაც ასობით და ათასობით ქართველი აღნიშნული კურსის ცვლილებას აპროტესტებს. ახლა ეს თემა ევროკავშირში წამოვწიეთ და ამას შედეგები ექნება“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება