შალვა პაპუაშვილი - 26 ოქტომბერს მხოლოდ ორი არჩევანი იქნება - ერთ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“, ქართველი ხალხი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოლიტიკა - მეორე მხარეს, შულავერის კომიტეტის წევრები, 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეების სია

26 ოქტომბერს მხოლოდ ორი ფლანგი და ორი არჩევანი იქნება. ერთ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“, ქართველი ხალხი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოლიტიკა. მეორე მხარეს, შულავერის კომიტეტის წევრები, 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეების სია, რომელიც არის ის ხალხი, რომლებიც უცხო ქვეყანაში ჩადიან და ჩვენებას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ აძლევენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არჩევანი იქნება ძალიან მარტივი, თუ რა სახელები ექნება, ფორმა, სახეები, ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. მისი თქმით, „ჩვენ ვიცით, რა იქნება მეორე ფლანგის ბუნება, ეს იქნება პოლიტიკური ერთობა, რომელიც საქართველოში მარიონეტული რეჟიმის დამყარებას შეეცდება“.

,,საქართველოში ომის და ღალატის ქარტიას წარმატების შანსი არასდროს არ ჰქონია და არც არასდროს ექნება. ამ ომის ქარტიით ვნახეთ სია ორჯონიკიძეებისა, რომელთა ერთადერთი მიზანია, საქართველო აქციონ ვასალურ სახელმწიფოდ და ვხედავთ, რას ნიშნავს, მათი გაგებით, დამოუკიდებელი ქვეყანა და სახელმწიფო. მათი გაგებით, საქართველო ნიშნავს ისეთ სახელმწიფოს, რომელიც დამოკიდებული იქნება უცხო ქვეყნების განცხადებებზე, გადაწყვეტილებებზე და ანგარიშს ჩააბარებს არა ქართველ ხალხს, არამედ უცხო ქვეყნის მინისტრებს, მოადგილეებს და ბიუროკრატებს. ევროპულ საქართველოსთან დაკავშირებით მათი წარმოდგენა ვნახეთ – ეს არის ტერორი, ზიზღი, ევროპა, როგორიც ჩვენ ვიცით, 100 წლის წინანდელი, როგორიც იყო 30-იან წლებში. საერთო ჯამში, ამ ჯგუფმა, „ენჯეოების“ და ოპოზიციის სიმბიოზმა, იმდენი იარა ევროპისკენ, რომ ბოლოს ჩააღწია მე-20 საუკუნის 30-იანი წლების ევროპაში და გვაჩვენებს იმ სტილს, რომელიც ჩვენ გვახსოვს ისტორიიდან, რაც იყო ტერორი, დევნა, წარმოსახვითი დანაშაულისთვის ოჯახის წევრების დასჯა, რასაც გუშინ ითხოვდა, ერთ-ერთი „ენჯეოს“ წარმომადგენელი, რომ ცეცხლი გამოეწვია თავისი ოპონენტების შვილებზე. ამ დონეზეა ჩასული, მე-20 საუკუნის 30-იანი წლების ევროპა არის მათი იდეალური ევროპა და ვხედავთ, ასეთებიც იყვნენ. 2012 წლამდე გვაცხოვრეს ასეთ ევროპაში, სადაც წამება, ტერორი, გარიყვა, ფაშისტური მიდგომები იყო სახელმწიფო პოლიტიკა და შეგახსენებთ, რომ ამ რეჟიმს 2012 წლამდე გაუჩუმდა ყველა. გაუჩუმდა ევროპაც და ამერიკაც. მოიხსენიებდნენ დემოკრატიის და რეფორმების ერთ-ერთ წამყვან ხელისუფლებად. კარგი, ადრე ეშლებოდათ, მაგრამ როცა ყველაფერი ყველასთვის ნათელი გახდა, მათ შორის გუშინ სააკაშვილზე რომ მოვისმინეთ კონგრესში განცხადება, თითქოს, ის არის პოლიტიკური პატიმარი. ადამიანი, რომელზეც ახლა სტრასბურგმა თქვა, რომ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე უკანონობა ჩაიდინა. რომ მან გელაშვილის ცემით უკანონობა ჩაიდინა, ამ ყველაფრის შემდეგ, რომ ვისმენთ შეფასებას, როგორც პოლიტიკურ პატიმრად, ნიშნავს, რომ 2012 წლამდე მოქმედი რეჟიმის ქმედება იყო სანქცირებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო