15-16 ივნისს, „ექსპო ჯორჯიაში“, საქართველოში პირველი მასშტაბური სპორტული ფესტივალი „სპორტფესტი“ გაიმართება

15-16 ივნისს, „ექსპო ჯორჯიაში“, საქართველოში პირველი მასშტაბური სპორტული ფესტივალი „სპორტფესტი“ გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს.

მათივე ცნობით, „სპორტფესტის“ საორგანიზაციო გუნდია Alice Q, რომელსაც ღონისძიებების ორგანიზების 19 წლიანი გამოცდილება აქვს.

„გუნდისმიერორგანიზებულია 600-მდეღონისძიება, მათშორისშემდეგიფესტივალები:

Workshop Fest

Kiketi Fest

Kiketi Forest Downhill Cup

Alice Q-ს მიერ ორგანიზებული ფესტივალები გამოირჩევა ინტერაქციული ფორმატით. სტუმრები ერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში და იღებენ ახალ გამოცდილებას.

„სპორტფესტი“ წელს უკვე მეოთხედ იმართება. მასზე არაერთი სპორტული დისციპლინა იქნება წარმოდგენილი. მათ შორის: ფეხბურთი,კალათბურთი,გოჯუ რიუ, რაგბი,პადელი, ტექ.ბოლი, მთის სპორტები, ფარიკაობა და სხვა.

სპორტული ფედერაციები, სკოლები, კლუბები, სავარჯიშო დარბაზები და მაღაზიები, უამრავი გასართობი აქტივობით და სიურპრიზით ეცდებიან ნებისმიერი ასაკის და ინტერესის სტუმრის სპორტთან დაკავშირებას.

ექსპო ჯორჯიას შიდა და გარე სივრცეში განთავსდება სპორტ არენა, სცენა , საბავშვო, კვების და ასევე სხვადასხვა სპორტის სახეობის ზონები. ასევე იქნება სცენა, სადაც სხვადასხვა სპიკერები წარსდგენიან აუდიტორიის წინაშე. ტეროტორიაზე განთავსდება დიდი ეკრანი, სადაც 15 - 16 ივნისს, მაყურებელს EURO 24 -ის თამაშების ნახვა შეეძლება.

ადგილზე გაიმართება შეჯიბრებები, ტურნირები, გასართობი და სათავგადასავლო აქტივობები. ყველა ასაკის ადამიანს შეეძლება ჩაერთოს მეგობრულ და მხიარულ პაექრობებში. ფესტივალს დაესწრებიან გულშემატკივრებისთვის საყვარელი, ცნობილი სპორტსმენები.

16 ივნისს, Red Bull-ის მხარდაჭერით « სპორტფესტს» ეწვევა ურბანული სპორტის ვარსკვლავი, BMX Flatland -ის სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, ხორხე «ვიკი» გომესი. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად შეხვდნენ ესპანელ ათლეტს, დაესწრნონ მის შოუს და აღმოაჩინონ სპორტის ახალი და გასნხვავებული სახეობა.

„სპორტფესტის“ მიზანია, ერთ სივრცეში შეკრიბოს რაც შეიძლება მეტი სპორტული ორგანიზაცია და დაინტერესებული ადამიანი. გარდა ამისა, სპორტული ცხოვრების სტილი, მიღწევები, ისტორია, ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესი წარმოაჩინოს და ჩართოს მასში საზოგადოება.

ორგანიზატორების თქმით, 15-16 ივნისს, «სპორტფესტი», ნებისმიერი ამინდის მიუხედავად გაიმართება. ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში და მიმდებარე გარე სივრცეში, აქტივობები დაიწყება 12:00 საათზე და 20: 00 საათამდე გაგრძელდება.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. https://www.youtube.com/watch?v=pIF6dHJDTg8

https://www.facebook.com/SportFestGeorgia „,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება