საქართველოში, UPU რეგიონალური პროექტის ოპერაციული ეფექტურობისა და ელექტრონული კომერციის განვითარების (ORE 3), საერთაშორისო სემინარი გაიმართა

27-30 მაისს, მსოფლიო საფოსტო კავშირის (Universal Postal Union) ორგანიზებით, საქართველოში, UPU რეგიონალური პროექტის ოპერაციული ეფექტურობისა და ელექტრონული კომერციის განვითარების (ORE 3), საერთაშორისო სემინარი გაიმართა.

საქართველოს ფოსტის ინფორმაციით, სემინარის მიზანი, მზარდი ელექტრონული კომერციის პირობებში მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრი ქვეყნების საფოსტო ადმინისტრაციების ოპერაციული ეფექტურობის ამაღლება იყო.

„ამავდროულად, საფოსტო უსაფრთხოების სემინარი გაიმართა, რომლის მიზანი მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრი ქვეყნების საფოსტო ოპერატორების უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება იყო, რაც თავის მხრივ უსაფრთხო პარტნიორობის გარანტიას უზრუნველყოფს.

ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს, უკრაინის, ალბანეთის, თურქეთისა და მონტენეგროს დანიშნულმა საფოსტო ოპერატორებმა, საბაჟოსა და უსაფრთხოების ექსპერტებმა მიიღეს.

სემინარის ფარგლებში, საქართველოს ფოსტამ გამოცდილება მონაწილე ქვეყნებს გაუზიარა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია