გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2024-2025 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა მიღებას აცხადებს

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2024-2025 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა მიღებას აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2023-2024 სასწავლო წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს.

მოსწავლეთა რეგისტრაცია და საბუთების მიღება განხორციელდება 2024 წლის 19 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე საბუთების მიმღებ კომისიას რეგისტრაციის დროს ვერ წარუდგენს ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე დოკუმენტს, მოსწავლეს მიეცემა შესაძლებლობა დარჩენილი დოკუმენტი წარმოადგინოს არაუგვიანეს 5 ივლისისა (მისაღებ კონკურსში მონაწილეობისათვის ჩასარიცხი კანდიდატის (მოსწავლე) 28 ივნისის ჩათვლით რეგისტრაცია წარმოადგენს აუცილებელ ვალდებულებას).

რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღიურად გარდა კვირა დღისა 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შემდეგ მისამართებზე: ქუთაისი, ავტომშენებლის №51 - კადეტთა სამხედრო ლიცეუმი; თბილისი, დიმიტრი უზნაძის №117 ა - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

საბუთების მიმღებ კომისიაზე უნდა გამოცხადდეს, როგორც მოსწავლე, ასევე, ერთ-ერთი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით) და წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება მოსწავლის მიღების შესახებ (რომელიც ივსება ადგილზე); მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის დედანი და ასლი; მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის დედანი და ასლი; მოსწავლის დაბადების მოწმობის დედანი და ასლი; ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა #100); ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებიდან ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის (IX კლასი) მიმდინარე წელს დამთავრების შესახებ; მონაცემები მოსწავლის წლიური (IXკლასი) შეფასების შესახებ და დახასიათება ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებიდან; მოსწავლის ავტობიოგრაფია; ფერადი სურათი 3/4-ზე (2 ცალი).

რეგისტრირებული მოსწავლეები გაივლიან სამედიცინო შემოწმებას, რომლის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ რეგისტრაციაზე.

სამედიცინო კომისიის წარმატებით გავლის შემდგომ მოსწავლეს ჩასაბარებელი ექნება მათემატიკისა და ზოგადი უნარების (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები) გამოცდები. 13.07.2024 – მათემატიკის გამოცდა. 14.07.2024 – ზოგადი უნარების გამოცდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე