გიორგი ვაშაძე ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

„სტრატეგია აღმაშენებლის’’ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ეივინდ ვადს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

„ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეხვედრისას განაცხადა, რომ ნორვეგია გულისყურით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მან გულისტკივილით აღნიშნა, რომ ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები, რუსული კანონის მიღება, ის ძალადობრივი მეთოდები რასაც ხელისუფლება იყენებს, არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებს და აშორებს ქვეყანას ევროატლანტიკურ და ნატოს ღირებულებებთან.

ეივინდ ვადსის თქმით, ნორვეგია დააკვირდება ოქტომბრის არჩევნებს, თუ რამდენად დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდება არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ინტეგრაციის საკითხებს სამომავლოდ არა მხოლოდ ევროპულ სტრუქტურებში, არამედ ნატოშიც.

შეხვედრაზე ვაშაძემ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე განიხილა ნორვეგიული ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივის გზები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიაშიც, რაც განპირობებულია საქართველოს მხრიდან ურყევი და ერთგული პოზიციით ევროპისა და ევროატლანტიკური ღირებულებების მიმართ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება საქართველოს პოზიციაზე, რომ ის ერთგული დარჩება ევროპული და ევროატლანტიკური ღირებულებების. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ისინი მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში წინასაარჩევნოდ გააგრძელებენ აქტიურ დიალოგს, განსაკუთრებით კი არჩევნების შემდეგ, როდესაც ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დაადასტურებს დემოკრატიული და ევროპული ღირებულებების ერთგულებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია