დიმიტრი ხუნდაძე - ნატო-ს წესდებაში, მეხუთე მუხლში გარკვევით წერია, რომ ალიანსის ერთ წევრზე სამხედრო თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა ყველა წევრზე, მაგრამ არანაირი სამხედრო მოქმედების ვალდებულებას არ აკისრებს წევრ ქვეყნებს - ეს ჩანაწერი ქართულ თარგმანში ამოღებულია

დღეს ჩვენმა პარტიამ გაავრცელა განცხადება, სადაც საზოგადოებას კიდევ ერთი მწარე სიმართლე ვუთხარით. უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის მცირე განმარტება მინდა გავაკეთო, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ალიანსის წესდების მე-5 მუხლის ქართულ თარგმანში, ამოღებულია ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ნატო-ს წევრ ერთ ქვეყანაზე თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა ყველა წევრზე, მაგრამ არანაირი სამხედრო მოქმედების ვალდებულებას არ აკისრებს ნატო-ს წევრ დანარჩენ სახელმწიფოებს.

„დღეს ჩვენმა პარტიამ გაავრცელა განცხადება, სადაც საზოგადოებას კიდევ ერთი მწარე სიმართლე ვუთხარით. უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის მცირე განმარტება მინდა გავაკეთო. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდებაში, მეხუთე მუხლში გარკვევით წერია, რომ ალიანსის ერთ წევრზე სამხედრო თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა ყველა წევრზე, მაგრამ არანაირი სამხედრო მოქმედების ვალდებულებას არ აკისრებს ალიანსის წევრ ქვეყნებს. ყველა ქვეყანა ინდივიდუალურად წყვეტს, როგორი იქნება პასუხი, ან იქნება თუ არა საერთოდ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მეხუთე მუხლის ეს ჩანაწერი ქართულ თარგმანში არის ამოღებული, ხოლო რა მიზნით, ეს უკვე ჩვენ წერილში მკაფიოდ არის განმარტებული“, - წერს ხუნდაძე.

ცნობისთვის, „ხალხის ძალამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარია ნატო-ს წესდების მე-5 მუხლის ქართული თარგმანის ორიგინალისგან განსხვავებაზე, რის მიზეზადაც დასახელებულია „გლობალური ომის პარტიის“ მიერ ევროკავშირისა და ნატო-ს საკითხის ხალხზე ზემოქმედების ინსტრუმენტად გამოყენება.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია